ჩანაწერი
Laravel
დაბადების დღეს გილოცავ, დედა !
დაბადების დღეს გილოცავ, დედა!
სანატრელო გუშინ, დღეს და ხვალაც;
რომ იცოდე, როგორ მინდა, ნეტავ
სულ თავიდან დავიბადო კვლავაც;
როგორ მინდა ბავშვი ვიყო ისევ,
არასოდეს გავიზარდო, ნეტავ,
რათა მუდამ გვერდით მყავდე ისე,
რომ არასდროს არ წახვიდე, დედა;
შემოგხვევდი პაწაწინა ხელებს,
ჩაგეკვროდი მკერდში გულის დარად,
გაგიქრობდი ტკივილებს და ცრემლებს,
ბედნიერი რომ მყოლოდი მარად;
რომ შემეძლოს, თუნდ სიცოცხლის ფასად,
გავაქრობდი ყველა შვილის სევდას;
ვინატრებდი, რომ ამქვეყნად არსად
არასოდეს არ კვდებოდეს დედა;
დღეს ვეცდები, არ ვიტირო ბევრი,
ცრემლით როგორ დაგიბრუნებ ნეტავ?
ეს გვიანი ალერსი და ცრემლიც
მაპატიე, საყვარელო დედა;
ვიცი, არ მაქვს საკმარისი წვლილი,
მაგრამ მაინც თუ მიმიღეს ღმერთთან,
მოვალ შენთან ეს უძღები შვილი
და ვიქნებით სამუდამოდ ერთად;
ვიცი, შენთან სულ ნათელი მზეა
და შენს ირგვლივ ანგელოზებს ვხედავ;
გაიღიმე, დღეს ხომ შენი დღეა –
დაბადების დღეს გილოცავ, დედა !!!
სანატრელო გუშინ, დღეს და ხვალაც;
რომ იცოდე, როგორ მინდა, ნეტავ
სულ თავიდან დავიბადო კვლავაც;
როგორ მინდა ბავშვი ვიყო ისევ,
არასოდეს გავიზარდო, ნეტავ,
რათა მუდამ გვერდით მყავდე ისე,
რომ არასდროს არ წახვიდე, დედა;
შემოგხვევდი პაწაწინა ხელებს,
ჩაგეკვროდი მკერდში გულის დარად,
გაგიქრობდი ტკივილებს და ცრემლებს,
ბედნიერი რომ მყოლოდი მარად;
რომ შემეძლოს, თუნდ სიცოცხლის ფასად,
გავაქრობდი ყველა შვილის სევდას;
ვინატრებდი, რომ ამქვეყნად არსად
არასოდეს არ კვდებოდეს დედა;
დღეს ვეცდები, არ ვიტირო ბევრი,
ცრემლით როგორ დაგიბრუნებ ნეტავ?
ეს გვიანი ალერსი და ცრემლიც
მაპატიე, საყვარელო დედა;
ვიცი, არ მაქვს საკმარისი წვლილი,
მაგრამ მაინც თუ მიმიღეს ღმერთთან,
მოვალ შენთან ეს უძღები შვილი
და ვიქნებით სამუდამოდ ერთად;
ვიცი, შენთან სულ ნათელი მზეა
და შენს ირგვლივ ანგელოზებს ვხედავ;
გაიღიმე, დღეს ხომ შენი დღეა –
დაბადების დღეს გილოცავ, დედა !!!
Laravel
კომენტარი
0 კომენტარები გამორთულია