შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

გიო და გაბი

ღმერთმა ორი მარგალიტი მაჩუქა და გავიოცე,
ორმა წყარომ ამომივსო ეს ცხოვრება ცარიელი;
ამასა გთხოვ, ღმერთო ჩემო, მიკურთხე და დამილოცე
ჩემი ორი ანგელოზი, გიორგი და გაბრიელი !!!

***
ჩემი სულის წამწამებზე დანამული ვარდნი ხართ,
უფლის ორი ანგელოზი ჩემს გულში რომ დარბიხართ;
როგორ ძლიერ მენატრებით, მატკბობელნო სულისა,
ბაბუს სუნთქვავ სიცოცხლის და ბაბუს ფეთქვავ გულისა.
Laravel

კომენტარი

0 კომენტარები გამორთულია