შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

გაბრიელს

გ აბრიელ ბერის მადლით ნაკურთხო, სანთელო ხელის გულზე სატარო,
ა ნგელოზი ხარ ღვთის ნაჩუქარი, თაფლივით ტკბილო, მზის შესადარო,
ბ აბუს სუნთქვა ხარ, ბაბუს სიცოცხლე, თვალის სინათლე და გულის ფეთქვა,
რ ოგორ შევძლებდი სიტყვების პოვნას, ჩემი გრძნობები სრულად რომ მეთქვა?!
ი სე მიყვარხარ, ისე ძალიან, შენი ალერსით ვსუნთქავ და ვთბები,
ე ს სიყვარული მმატებს სიცოცხლეს, ამ სიყვარულით ვცოცხლობ და ვტკბები,
ლ ალისფერ ლოყებს დაგიკოცნიდი დაუსრულებლად, ვერამ დამღალოს,

ხ ელში აყვანილს მოგატარებდი მთელ დედამიწას და მთელ სამყაროს,
უ შენოდ ნეტავ როგორ ვცოცხლობდი, ჩემი მზე ხარ და ჩემი მთვარე შენ,
რ ა მიხაროდა ნეტავ უშენოდ, როგორ ვსუნთქავდი მე შენს გარეშე?
ც იდან მოვლენილ ანგელოზს გავხარ, წრფელი, უმანკო, სუფთა თვალებით,
ი ებით ლურჯად მოფენილ ველზე ვარდი ხარ ტურფა, შეუდარები,
ძ ვირფასო ჩემო, სიცოცხლევ ჩემო, ღვთის სასწაულო და საოცრებავ,
ე ს გული შენთვის ფეთქავს მარადის, ასრულებულო ჩემო ოცნებავ.
Laravel

კომენტარი

0 კომენტარები გამორთულია