შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ბედობა

რა ბედობა, რის ბედობა,
სიცრუეა და ყბედობა;
უფალია თავად ბედი –
ღმერთი ყოვლის შემოქმედი;

გაახილეთ ყველამ თვალი,
ეშმაკის ჩანს აქაც კვალი;
უჭკუობის ზეიმი და
სიბრიყვეა ესეც წმინდა;

ვინ განსაზღვროს ჩემი ბედი
ან ვინ არის ღმერთზე მეტი?!
განა ქვეყნად არის წესი
ღვთის მცნებეზე უმეტესი?!

რა ბედობა, რის ბედობა,
სიბნელეა, უღმერთობა,
ვის ღვთის რისხვა გაებედოს,
რაღა უნდა დაებედოს?!
Laravel

კომენტარი

0 კომენტარები გამორთულია