ჩანაწერი
Laravel
დავიღალე...
როგორ შემპარვია თმაში თოვლის ფერი,
კანზე ნაოჭების ჯარი ულეველი;
ღმერთო, რა მოკლეა ეს წუთისოფელი,
...და რა უსაშველო, დაუსრულებელი;
როგორ დამიზამთრდა, თითქოს, ასე მალე,
ვერც კი მოვასწარი ტკბობა გაზაფხულით;
ბევრი ვეცადე და ვეღარ დავემალე
წყეულ დაბერებას, სულით დაზაფრული;
ნეტავ რომ იცოდე, როგორ მენატრება
ის ბავშვობის წლები, ვადაგასულები,
დედის ალერსი და მამის მოფერება,
ძველი მეგობრები, უკვე წასულები;
ღმერთო, რომ იცოდე, როგორ დავიღალე,
შენთან მოსვლაც, ალბათ, ასჯერ მინატრია,
მაგრამ შევაბერდი ამ ცრუ წუთისოფელს,
...და აღარაფერი აღარ მიხარია;
სული სხეულივით ძლიერ დაძაბუნდა,
გული დამეღალა, შენთვის შეწირული;
რა ამაოა და რარიგ უნაყოფო
ზრუნვა ყოველივე ამაქვეყნიური;
უკვე იმდენი მყავს, გულით სანუკვარი,
შენთან მოსულები, მარად მზისობაში,
ისიც აღარ ვიცი საით მირჩევნია,
გული შენსკენ მიწევს, მარადისობაში;
მაგრამ შიშიც მაფრთხობს, დიდი, უძლეველი,
განა ვარ კი ღირსი სულის განახლების?!
უღირსს, უამრავი ცოდვით დამძიმებულს,
ძლიერ მეშინია შენთან მიახლების;
ძალებს მოვიკრებ და კვლავაც მოგენდობი,
ჩემო სანატრელო, ჩემო ერთადერთო;
როგორც შენ ისურვებ, დაე, ისე ვიყო,
იყოს ნება შენი, ჩემო ღმერთთა ღმერთო!!!
როგორ შემპარვია თმაში თოვლის ფერი...
კანზე ნაოჭების ჯარი ულეველი;
ღმერთო, რა მოკლეა ეს წუთისოფელი,
...და რა უსაშველო, დაუსრულებელი;
როგორ დამიზამთრდა, თითქოს, ასე მალე,
ვერც კი მოვასწარი ტკბობა გაზაფხულით;
ბევრი ვეცადე და ვეღარ დავემალე
წყეულ დაბერებას, სულით დაზაფრული;
ნეტავ რომ იცოდე, როგორ მენატრება
ის ბავშვობის წლები, ვადაგასულები,
დედის ალერსი და მამის მოფერება,
ძველი მეგობრები, უკვე წასულები;
ღმერთო, რომ იცოდე, როგორ დავიღალე,
შენთან მოსვლაც, ალბათ, ასჯერ მინატრია,
მაგრამ შევაბერდი ამ ცრუ წუთისოფელს,
...და აღარაფერი აღარ მიხარია;
სული სხეულივით ძლიერ დაძაბუნდა,
გული დამეღალა, შენთვის შეწირული;
რა ამაოა და რარიგ უნაყოფო
ზრუნვა ყოველივე ამაქვეყნიური;
უკვე იმდენი მყავს, გულით სანუკვარი,
შენთან მოსულები, მარად მზისობაში,
ისიც აღარ ვიცი საით მირჩევნია,
გული შენსკენ მიწევს, მარადისობაში;
მაგრამ შიშიც მაფრთხობს, დიდი, უძლეველი,
განა ვარ კი ღირსი სულის განახლების?!
უღირსს, უამრავი ცოდვით დამძიმებულს,
ძლიერ მეშინია შენთან მიახლების;
ძალებს მოვიკრებ და კვლავაც მოგენდობი,
ჩემო სანატრელო, ჩემო ერთადერთო;
როგორც შენ ისურვებ, დაე, ისე ვიყო,
იყოს ნება შენი, ჩემო ღმერთთა ღმერთო!!!
როგორ შემპარვია თმაში თოვლის ფერი...
Laravel
კომენტარი
0 კომენტარები გამორთულია