ჩანაწერი
Laravel
ჯერ უფალი, დანარჩენი მერე...
ეს ცხოვრება წამი გახლავთ მხოლოდ,
ვერ გაწელავ, როგორც გინდა ბერე;
ვინ ვადიდო, ვინ დამრჩება ბოლოს?
ჯერ უფალი, დანარჩენი მერე;
ეჰ, რამდენი გავიარე წელი,
ვერ ვარჩევდი, ხშირად, თურმე ფერებს;
ვინ ჩამჭიდა განსაცდელში ხელი?
ჯერ უფალმა, დანარჩენმა მერე;
ბევრჯერ ჩქეფდა სიხარულით გული,
ხან ვიტირე, ხანაც წავიმღერე;
ვის ვმადლობდე, ვის შევწირო სული?
ჯერ უფალს და დანარჩენს კი მერე;
ბევრჯერ მირტყა ამ ცხოვრებამ კეტი,
ყოველი დღე მოთმინებით ვკერე;
ვისი მქონდეს, მაშ, იმედი მეტი?
ჯერ უფლის და დანარჩენის მერე;
ეჰ, რამდენჯერ შევცდი, როცა ვენდე,
ბევრჯერ მადლიც უხმოდ შევიფერე;
ვისით ვცოცხლობ, ვისით ვსუნთქავ დღემდე?
ჯერ უფლით და დანარჩენით მერე;
ნეტავ შენთვის მოვკვდებოდე, ღმერთო,
ოცნებებით სული დავიბერე;
მომევლინე, ჩემო ერთადერთო,
ჯერ უფლად და დანარჩენად მერე;
ეჰ, რამდენჯერ ამაფორიაქე,
და რამდენჯერ სუნთქვა შემიჩერე;
შენ გიგალობ, შენ გმადლობ და გაქებ,
ჯერ უფალო, დანარჩენო მერე;
ღმერთს ვადიდებ, ერთადერთს და მხოლოს,
რაც შემეძლო, ენით ვთქვი და ვწერე;
განა მეტი ვინ დამრჩება ბოლოს?
ჯერ უფალი, დანარჩენი მერე;
ჯერ უფალი, დანარჩენი მერე...
ვერ გაწელავ, როგორც გინდა ბერე;
ვინ ვადიდო, ვინ დამრჩება ბოლოს?
ჯერ უფალი, დანარჩენი მერე;
ეჰ, რამდენი გავიარე წელი,
ვერ ვარჩევდი, ხშირად, თურმე ფერებს;
ვინ ჩამჭიდა განსაცდელში ხელი?
ჯერ უფალმა, დანარჩენმა მერე;
ბევრჯერ ჩქეფდა სიხარულით გული,
ხან ვიტირე, ხანაც წავიმღერე;
ვის ვმადლობდე, ვის შევწირო სული?
ჯერ უფალს და დანარჩენს კი მერე;
ბევრჯერ მირტყა ამ ცხოვრებამ კეტი,
ყოველი დღე მოთმინებით ვკერე;
ვისი მქონდეს, მაშ, იმედი მეტი?
ჯერ უფლის და დანარჩენის მერე;
ეჰ, რამდენჯერ შევცდი, როცა ვენდე,
ბევრჯერ მადლიც უხმოდ შევიფერე;
ვისით ვცოცხლობ, ვისით ვსუნთქავ დღემდე?
ჯერ უფლით და დანარჩენით მერე;
ნეტავ შენთვის მოვკვდებოდე, ღმერთო,
ოცნებებით სული დავიბერე;
მომევლინე, ჩემო ერთადერთო,
ჯერ უფლად და დანარჩენად მერე;
ეჰ, რამდენჯერ ამაფორიაქე,
და რამდენჯერ სუნთქვა შემიჩერე;
შენ გიგალობ, შენ გმადლობ და გაქებ,
ჯერ უფალო, დანარჩენო მერე;
ღმერთს ვადიდებ, ერთადერთს და მხოლოს,
რაც შემეძლო, ენით ვთქვი და ვწერე;
განა მეტი ვინ დამრჩება ბოლოს?
ჯერ უფალი, დანარჩენი მერე;
ჯერ უფალი, დანარჩენი მერე...
Laravel
კომენტარი
0 კომენტარები გამორთულია