ჩანაწერი
Laravel
ცხოვრების საზრისი
წუთისოფელი ორგული, ფლიდი,
გვაბრუნებს ისევ ცოდვებით სავსეს,
...და ბოლოს ვხვდებით, რაოდენ დიდი
ამაოება გვხიბლავს და გვავსებს;
მე კი ცხოვრებას მივსტირი ისევ,
ყოფილა ლხინიც, ყოფილა ვაიც;
მაგრამ არ წავალ იმქვეყნად ისე,
რომ არ დავტოვო რაიმე მაინც;
სანამ, ღვთის მადლით, ამქვეყნად ვრჩები,
გულიც მაქვს, ენაც, ყურიც და თვალიც;
მაშინ რაღაა სიცოცხლე ჩემი,
თუ არ დავტოვე რაიმე კვალი?!
ოღონდაც, უფალს თუ სურს და უნდა,
როცა დადგება ის ბოლო წამიც,
როდესაც წავალ, მცირედით თუნდაც,
დავრჩე გულებში ცოტა ხნით მაინც;
მაშინ ექნება სიცოცხლეს ფასი,
სულს კი ნუგეში, სხეულთან გაყრილს;
...და თვით სიკვდილიც, საშიში ასე,
უფალთან მშვიდად მიმიყვანს დაღლილს.
გვაბრუნებს ისევ ცოდვებით სავსეს,
...და ბოლოს ვხვდებით, რაოდენ დიდი
ამაოება გვხიბლავს და გვავსებს;
მე კი ცხოვრებას მივსტირი ისევ,
ყოფილა ლხინიც, ყოფილა ვაიც;
მაგრამ არ წავალ იმქვეყნად ისე,
რომ არ დავტოვო რაიმე მაინც;
სანამ, ღვთის მადლით, ამქვეყნად ვრჩები,
გულიც მაქვს, ენაც, ყურიც და თვალიც;
მაშინ რაღაა სიცოცხლე ჩემი,
თუ არ დავტოვე რაიმე კვალი?!
ოღონდაც, უფალს თუ სურს და უნდა,
როცა დადგება ის ბოლო წამიც,
როდესაც წავალ, მცირედით თუნდაც,
დავრჩე გულებში ცოტა ხნით მაინც;
მაშინ ექნება სიცოცხლეს ფასი,
სულს კი ნუგეში, სხეულთან გაყრილს;
...და თვით სიკვდილიც, საშიში ასე,
უფალთან მშვიდად მიმიყვანს დაღლილს.
Laravel
კომენტარი
0 კომენტარები გამორთულია