ჩანაწერი
Laravel
საქართველო ქრისტესავით ჯვარცმულია
ვინ არ კორტნა ეს საბრალო მიწა-წყალი,
ხან ხიშტზე და ხანაც შუბზე აცმულია,
ხან სიცოცხლის აღარ გვაჩნდა ნიშანწყალი;
საქართველო ქრისტესავით ჯვარცმულია;
ვერ ეღირსა ვერც ურჯულო რწმენის შეცვლას,
რაც მიწაზე ქართველთ სისხლი დასხმულია;
ღმერთში იყო მუდამ ჩვენი ხსნა და შველა,
საქართველო ქრისტესავით ჯვარცმულია;
ქრისტეს ჯვარი ტანჯვით, სისხლით მოვიტანეთ,
თვით ღვთისმშობლის მადლით ერი დაცულია;
რადგან ქრისტეს გზას მივყვებით ოდითგანვე,
საქართველო ქრისტესავით ჯვარცმულია;
ისევ ტირის დღეს ქართველი, კვნესის ისევ,
ბედნიერი, მშვიდი გზებით არც უვლია;
ვით უფალი დაიტანჯა, ჩვენც ვართ ისე,
საქართველო ქრისტესავით ჯვარცმულია;
აღარ ისმის დღეს სიმღერა მხიარული,
უღმერთობით ჩვენი საქმეც წასულია;
კვლავ ვისწავლოთ უფლის გზებით სიარული,
საქართველო ქრისტესავით ჯვარცმულია;
დავითის და თამარის დრო აღარ მოვა,
ის ნანატრი დღენი მხოლოდ წარსულია,
ღვთის გარეშე აღზევება არ გამოვა,
საქართველო ქრისტესავით ჯვარცმულია;
თუ უფალი აღარ გვწყალობს, ნუ ვიოცებთ,
უფლის ტახტზე, დღეს, ეშმაკი ასულია;
გადავრჩებით გულით, სულით თუ ვილოცებთ,
საქართველო ქრისტესავით ჯვარცმულია;
ღმერთს ვუყვარვართ და არასდროს ვავიწყდებით,
ჩვენი კვნესაც თვით ღმერთამდე ასულია;
ბოლო ჟამი მოვა და ჩვენც გავბრწყინდებით,
საქართველო ქრისტესავით ჯვარცმულია;
ღვთის გარეშე, მირჩევნია, არც ვსუნთქავდე,
ჩემი სული ქრისტეს ჯვარით დაცულია;
დაე, მივყვეთ უფალს ბოლო ჩასუნთქვადმე,
საქართველო ქრისტესავით ჯვარცმულია;
ხან ხიშტზე და ხანაც შუბზე აცმულია,
ხან სიცოცხლის აღარ გვაჩნდა ნიშანწყალი;
საქართველო ქრისტესავით ჯვარცმულია;
ვერ ეღირსა ვერც ურჯულო რწმენის შეცვლას,
რაც მიწაზე ქართველთ სისხლი დასხმულია;
ღმერთში იყო მუდამ ჩვენი ხსნა და შველა,
საქართველო ქრისტესავით ჯვარცმულია;
ქრისტეს ჯვარი ტანჯვით, სისხლით მოვიტანეთ,
თვით ღვთისმშობლის მადლით ერი დაცულია;
რადგან ქრისტეს გზას მივყვებით ოდითგანვე,
საქართველო ქრისტესავით ჯვარცმულია;
ისევ ტირის დღეს ქართველი, კვნესის ისევ,
ბედნიერი, მშვიდი გზებით არც უვლია;
ვით უფალი დაიტანჯა, ჩვენც ვართ ისე,
საქართველო ქრისტესავით ჯვარცმულია;
აღარ ისმის დღეს სიმღერა მხიარული,
უღმერთობით ჩვენი საქმეც წასულია;
კვლავ ვისწავლოთ უფლის გზებით სიარული,
საქართველო ქრისტესავით ჯვარცმულია;
დავითის და თამარის დრო აღარ მოვა,
ის ნანატრი დღენი მხოლოდ წარსულია,
ღვთის გარეშე აღზევება არ გამოვა,
საქართველო ქრისტესავით ჯვარცმულია;
თუ უფალი აღარ გვწყალობს, ნუ ვიოცებთ,
უფლის ტახტზე, დღეს, ეშმაკი ასულია;
გადავრჩებით გულით, სულით თუ ვილოცებთ,
საქართველო ქრისტესავით ჯვარცმულია;
ღმერთს ვუყვარვართ და არასდროს ვავიწყდებით,
ჩვენი კვნესაც თვით ღმერთამდე ასულია;
ბოლო ჟამი მოვა და ჩვენც გავბრწყინდებით,
საქართველო ქრისტესავით ჯვარცმულია;
ღვთის გარეშე, მირჩევნია, არც ვსუნთქავდე,
ჩემი სული ქრისტეს ჯვარით დაცულია;
დაე, მივყვეთ უფალს ბოლო ჩასუნთქვადმე,
საქართველო ქრისტესავით ჯვარცმულია;
Laravel
კომენტარი
0 კომენტარები გამორთულია