ჩანაწერი
Laravel
მინიპოემა – ნანგრევებში დაკარგული სიცოცხლე
(ეძღვნება ინგა მეკეიძის და მისი ორი შვილის ხსოვნას)
სასტიკი წუთისოფელი
გვმატებს და გვმატებს იარებს,
ხან შეგაძულებს სიცოცხლეს,
ხან ტანჯვას გაგიზიარებს;
რა არ მომხდარა ამქვეყნად
უბედურება მრავალი;
თურმე სიკვდილიც ყოფილა
სასტიკი გზებით მავალი.
***
მიწა შეიძრა, თითქოსო,
ჩამოწვა სახლი თავადა
და ჩამოიქცა ერთბაშად
მასთან სიცოცხლე მრავალთა;
ნანგრევებიდან ამოყავთ
ქალი, ჭრილობით მრავალით,
გაჩნდა იმედის მარცვალი,
იქნებ გადარჩეს მავანი?
დაიწყო ბრძოლა სასტიკი -
სიკვდილს არაფრით ნებდება,
ხან კვდება ქალი, ხან ცოცხლობს
გული ხშირ-ხშირად ჩერდება;
სულ ახალგაზრდა ქალია,
თუმც სამი შვილის მშობელი,
იღვრება ცრემლი მრავალი,
ლოცულობს მისთვის ყოველი;
***
...და აჰა, წარსდგა უფალთან,
ქალი ჭიდილით დაღლილი,
ცრემლად იღვრება, საწყალი,
ნაბრძოლი, ღონედაცლილი;
გულში ჩაიკრა უფალმა:
„მოდი, მოგივლენ შვებასო,
ნუ გეშინია, აქ დარჩი,
დაჰყევ შენი ღვთის ნებასო“
***
შესტირის უფალს ასული:
„ვერ ვპოვებ შვებას სულისა,
იქ სამი შვილი მომელის,
ქმარი, ძვირფასი გულისა;
ნუ დამიტოვებ იარას,
ნუ დამიფლითავ გულსაო,
ნუ მომწყვეტ მე ჩემს პატარებს,
ნუ გამიმწარებ სულსაო“;
***
გაუშვა ღმერთმა ასული,
ოღონდ კვლავ გიხმობ მალეო,
შენ კი დაფიქრდი, სად გიჯობს,
სად გაგითენდეს ხვალეო;
***
ისევ გაჩერდა გული და
კვლავ ღმერთთან წარსდგა ასული:
„აქა მყავს შენი გოგონა,
და აქ გახდება ზრდასრული;
შენც დარჩი ჩემთან, ასულო,
შვილიც აგერ გყავს წინაო,
ნუღარ იდარდებ წარსულზე
აქ არის შენი ბინაო“;
***
კვლავ ტირის ქალი უფლის წინ:
„ნუ გამიმწარებ სულსაო,
იქ ორი შვილი მომელის,
ნუ დამიფლითავ გულსაო“;
***
ისევ გაუშვა უფალმა:
„გიჭირს ჯერ თავის პოვნაო,
ისევ დაფიქრდი, ასულო,
სად გირჩევნია ყოფნაო“;
***
აჰა, მესამედ გაჩერდა
გული ნატანჯი ავითა,
ეახლა უფალს ისევ და...
კვლავ უხმობს ღმერთი თავისთან:
„ამჯერად შენი პატარაც
აქ მოვიყვანე, აქ არის,
ხომ ნახე, იცი სადაც ხარ,
ჩემი სავანე რაც არის?“
***
კვლავ ტირის ქალი, კვლავ გოდებს
და გული ეწვის უალოდ:
„ქმარი და ბიჭი პატარა
იქ მელიანო, უფალო“
***
დაბრუნდა ისევ სხეულში,
მაგრამ გულს ცეცხლი ედება;
აღარც სიცოცხლე სწყურია
და აღარც სიკვდილს ნებდება;
***
წარსდგა უფალთან მეოთხედ:
„შენ თავად უნდა არჩიო,
მეტ დროს ვერ მოგცემ, ასულო,
ან წადი და ან დარჩიო;
ორი შვილი ხომ აქა ჰყავს,
ბიჭს კი სიცოცხლეს ვაცლიო,
შენს იმ პატარა ანგელოზს
არ მოაკლდება მადლიო;
არც ქმარს მოვაკლებ წყალობას,
არ წამოვატკენ ფრჩხილსაო
ნუღარ იდარდებ, ასულო,
მამა მოუვლის შვილსაო.“
***
დარჩა უფალთან ასული,
ვერ შეელია შვილებსა,
უყურებს გაბრწყინებულებს,
ლამაზებს, ვითარც შველებსა;
თავადაც გაბრწყინებული
დარჩა უფალთან ასული;
ბედნიერია სუყველა
ღმერთთან სიკვდილით ასული;
***
ჩვენ აქ ვგოდებთ და ვტირივართ,
თან ვსაყედურობთ უფალსო,
მას კი ყოველი ჩვენგანი
ათასჯერ მეტად უყვარსო;
ვის არ უხარის სიცოცხლე,
ბედნიერება სულისა,
შვილი, მეუღლე, მშობელი -
ყველა ძვირფასი გულისა?!
მაგრამ ხშირად ვერ გაუძლებ
ბედს მუხთალს, გადარეულსა;
ზოგჯერ სიკვდილი ჯობია,
სიცოცხლეს გამწარებულსა;
როცა ყველაფერს დაკარგავ,
უსასო, ღონემიხდილი,
არავინ იცის, ღვთის მეტი,
სიცოცხლე ჯობს თუ სიკვდილი;
განა უფალმა არ იცის,
ვისი მზე ცვალოს ვისაზე,
ვინ წაიყვანოს თავისთან,
ვინ დარჩეს დედამიწაზე?!
უფალი გვაძლევს სიცოცხლეს,
მისი ნებაა წაღებაც,
მან იცის, ვისთვის ყოფნა სჯობს,
ვისთვის სიცოცხლის გაღება;
ასეა წუთისოფელი,
სავსე ცრემლით და ტკივილით,
ტანჯვით და განსაცდელებით,
კვნესით, გოდებით, ტირილით;
მხოლოდ ღმერთშია შვება და
მხოლოდ ღმერთშია იმედი;
დაე, ამაზე ვიფიქროთ,
სანამ სიკვდილთან მივედით.
***
ღმერთმა აცხონოს, ჩაიკრას
მასთან მისული შვილები!
სასუფეველი მათ სულებს -
ნანგრევში მოყოლილების!!!
სასტიკი წუთისოფელი
გვმატებს და გვმატებს იარებს,
ხან შეგაძულებს სიცოცხლეს,
ხან ტანჯვას გაგიზიარებს;
რა არ მომხდარა ამქვეყნად
უბედურება მრავალი;
თურმე სიკვდილიც ყოფილა
სასტიკი გზებით მავალი.
***
მიწა შეიძრა, თითქოსო,
ჩამოწვა სახლი თავადა
და ჩამოიქცა ერთბაშად
მასთან სიცოცხლე მრავალთა;
ნანგრევებიდან ამოყავთ
ქალი, ჭრილობით მრავალით,
გაჩნდა იმედის მარცვალი,
იქნებ გადარჩეს მავანი?
დაიწყო ბრძოლა სასტიკი -
სიკვდილს არაფრით ნებდება,
ხან კვდება ქალი, ხან ცოცხლობს
გული ხშირ-ხშირად ჩერდება;
სულ ახალგაზრდა ქალია,
თუმც სამი შვილის მშობელი,
იღვრება ცრემლი მრავალი,
ლოცულობს მისთვის ყოველი;
***
...და აჰა, წარსდგა უფალთან,
ქალი ჭიდილით დაღლილი,
ცრემლად იღვრება, საწყალი,
ნაბრძოლი, ღონედაცლილი;
გულში ჩაიკრა უფალმა:
„მოდი, მოგივლენ შვებასო,
ნუ გეშინია, აქ დარჩი,
დაჰყევ შენი ღვთის ნებასო“
***
შესტირის უფალს ასული:
„ვერ ვპოვებ შვებას სულისა,
იქ სამი შვილი მომელის,
ქმარი, ძვირფასი გულისა;
ნუ დამიტოვებ იარას,
ნუ დამიფლითავ გულსაო,
ნუ მომწყვეტ მე ჩემს პატარებს,
ნუ გამიმწარებ სულსაო“;
***
გაუშვა ღმერთმა ასული,
ოღონდ კვლავ გიხმობ მალეო,
შენ კი დაფიქრდი, სად გიჯობს,
სად გაგითენდეს ხვალეო;
***
ისევ გაჩერდა გული და
კვლავ ღმერთთან წარსდგა ასული:
„აქა მყავს შენი გოგონა,
და აქ გახდება ზრდასრული;
შენც დარჩი ჩემთან, ასულო,
შვილიც აგერ გყავს წინაო,
ნუღარ იდარდებ წარსულზე
აქ არის შენი ბინაო“;
***
კვლავ ტირის ქალი უფლის წინ:
„ნუ გამიმწარებ სულსაო,
იქ ორი შვილი მომელის,
ნუ დამიფლითავ გულსაო“;
***
ისევ გაუშვა უფალმა:
„გიჭირს ჯერ თავის პოვნაო,
ისევ დაფიქრდი, ასულო,
სად გირჩევნია ყოფნაო“;
***
აჰა, მესამედ გაჩერდა
გული ნატანჯი ავითა,
ეახლა უფალს ისევ და...
კვლავ უხმობს ღმერთი თავისთან:
„ამჯერად შენი პატარაც
აქ მოვიყვანე, აქ არის,
ხომ ნახე, იცი სადაც ხარ,
ჩემი სავანე რაც არის?“
***
კვლავ ტირის ქალი, კვლავ გოდებს
და გული ეწვის უალოდ:
„ქმარი და ბიჭი პატარა
იქ მელიანო, უფალო“
***
დაბრუნდა ისევ სხეულში,
მაგრამ გულს ცეცხლი ედება;
აღარც სიცოცხლე სწყურია
და აღარც სიკვდილს ნებდება;
***
წარსდგა უფალთან მეოთხედ:
„შენ თავად უნდა არჩიო,
მეტ დროს ვერ მოგცემ, ასულო,
ან წადი და ან დარჩიო;
ორი შვილი ხომ აქა ჰყავს,
ბიჭს კი სიცოცხლეს ვაცლიო,
შენს იმ პატარა ანგელოზს
არ მოაკლდება მადლიო;
არც ქმარს მოვაკლებ წყალობას,
არ წამოვატკენ ფრჩხილსაო
ნუღარ იდარდებ, ასულო,
მამა მოუვლის შვილსაო.“
***
დარჩა უფალთან ასული,
ვერ შეელია შვილებსა,
უყურებს გაბრწყინებულებს,
ლამაზებს, ვითარც შველებსა;
თავადაც გაბრწყინებული
დარჩა უფალთან ასული;
ბედნიერია სუყველა
ღმერთთან სიკვდილით ასული;
***
ჩვენ აქ ვგოდებთ და ვტირივართ,
თან ვსაყედურობთ უფალსო,
მას კი ყოველი ჩვენგანი
ათასჯერ მეტად უყვარსო;
ვის არ უხარის სიცოცხლე,
ბედნიერება სულისა,
შვილი, მეუღლე, მშობელი -
ყველა ძვირფასი გულისა?!
მაგრამ ხშირად ვერ გაუძლებ
ბედს მუხთალს, გადარეულსა;
ზოგჯერ სიკვდილი ჯობია,
სიცოცხლეს გამწარებულსა;
როცა ყველაფერს დაკარგავ,
უსასო, ღონემიხდილი,
არავინ იცის, ღვთის მეტი,
სიცოცხლე ჯობს თუ სიკვდილი;
განა უფალმა არ იცის,
ვისი მზე ცვალოს ვისაზე,
ვინ წაიყვანოს თავისთან,
ვინ დარჩეს დედამიწაზე?!
უფალი გვაძლევს სიცოცხლეს,
მისი ნებაა წაღებაც,
მან იცის, ვისთვის ყოფნა სჯობს,
ვისთვის სიცოცხლის გაღება;
ასეა წუთისოფელი,
სავსე ცრემლით და ტკივილით,
ტანჯვით და განსაცდელებით,
კვნესით, გოდებით, ტირილით;
მხოლოდ ღმერთშია შვება და
მხოლოდ ღმერთშია იმედი;
დაე, ამაზე ვიფიქროთ,
სანამ სიკვდილთან მივედით.
***
ღმერთმა აცხონოს, ჩაიკრას
მასთან მისული შვილები!
სასუფეველი მათ სულებს -
ნანგრევში მოყოლილების!!!
Laravel
კომენტარი
0 კომენტარები გამორთულია