ჩანაწერი
Laravel
სამშობლო
ხშირად ვადიდებთ სამშობლოს ღვინით შემთვრალი გონითა,
მაგრამ გული კი არ გვიძგერს მისდამი სავსე გრძნობითა;
სამშობლოს ზრუნვა სჭირდება, მუდამ – დღითაც და ღამითაც,
თავდადება და გმირობა, არდავიწყება წამითაც;
სამშობლო ყანწი არ გახლავთ, არც ჭინჭილა და არც თასი,
არც სადღეგრძელო ლამაზი და არც ლექსები ათასი;
სამშობლო შენი მიწაა, სისხლით და ცრემლით მორწყული,
ერი და სარწმუნოება, კვლავ მტრებით გარემოცული;
სამშობლო დედა ენაა და იავნანა ქართული,
ადათია და წესია, წინაპართაგან დაცული;
სამშობლო საფლავებია, თავდადებული შვილების,
მამულისათვის ზვარაკად თავშეწირული გმირების;
სამშობლო შენი დედაა, მამაა შენი მშობელი,
შენი და–ძმა და შვილია და ნათესავი ყოველი;
სამშობლო მეგობარია, მუდამ შენს გვერდით მდგომელი,
მეუღლეა და სატრფოა, გულის სიღრმეში მყოფელი;
სამშობლო მეზობელია – სითბო, იმედი სულისა,
ნაცნობია და უცნობი, ყველა მოყვასი გულისა;
ხშირად დარდი და ცრემლია უდროოდ დაკარგულების,
მონატრებაა ძვირფასი, აწ გარდაცვლილი სულების;
სამშობლო შენი ღმერთია, ტაძრები ცამდე ასული,
ხატებია და ფრესკები, მტრისგან ათასჯერ დაცული;
სამშობლო ცრემლით ლოცვაა გულის სიღრმიდან აღთქმული,
საკმეველია, სანთელი, საგალობელი ქართული;
სამშობლო ისტორიაა, ათასი ომით მოსული,
მიწა, მზე, წყალი, ჰაერი ზღვა–მთებით გარემოცული;
მაგრამ ყველაზე მთავარი გულები გახლავთ მზიანი,
და სანუკვარი კავშირი ღმერთის და ადამიანის.

კომენტარი
0 კომენტარები გამორთულია