შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

არჩევანი

ამქვეყნად ერთხელ მოვსულვარ
და არჩევანიც ერთი მაქვს -
სანამ მოვკვდები, ვიფიქრო,
იმ ქვეყანაზე რა მიმაქვს;

შიშით ცხოვრებას რა ვუთხრა,
ერთხელ ვარ, ერთხელ მოვკვდები,
ან ჯოჯოხეთში წავალ და
ან სამოთხეში მოვხვდები;

ის კი არ არის მთავარი,
რამდენი წელი ვიცოცხლებ,
არამედ რამედ თუ ღირდა
ჩემი ცოდვილი სიცოცხლე;

ამქვეყნად ერთხელ მოვსულვარ,
ერთხელ ვარ, ერთხელ მოვკვდები,
ან ჯოჯოხეთში წავალ და
ან სამოთხეში მოვხვდები.
Laravel

კომენტარი

0 კომენტარები გამორთულია