ჩანაწერი
Laravel
სიცოცხლე
ზოგჯერ ცხოვრება ჩაივლის ისე,
არ იცი, ქვეყნად მოხვედი რისთვის,
...და ფიქრობ შემდეგ, ისევ და ისევ,
რაა სიცოცხლე, იცოცხლო ვისთვის?!
ესაა, თურმე, ცხოვრების არსი:
ვინ ვის რას არგებს - ვინ ნაკლებს, ვინ მეტს;
სიცოცხლეს მხოლოდ მაშინ აქვს ფასი,
როცა იცი, რომ სჭირდები ვინმეს;
ჩვენს ყოფას მხოლოდ სიკეთე შვენის,
დაგიცხრობს სულის კივილებს, გმინვებს,
როცა სიცოცხლე ახარებთ შენი,
როცა სიკვდილით აკლდები ვინმეს.
ზოგჯერ ცხოვრება ისე გაივლის,
მაინც ვერ არჩევ კეთილს და ბოროტს;
ეჰ, ყველაფერი მაინც ჩაივლის
და მხოლოდ ღმერთი შეგრჩება ბოლოს.
არ იცი, ქვეყნად მოხვედი რისთვის,
...და ფიქრობ შემდეგ, ისევ და ისევ,
რაა სიცოცხლე, იცოცხლო ვისთვის?!
ესაა, თურმე, ცხოვრების არსი:
ვინ ვის რას არგებს - ვინ ნაკლებს, ვინ მეტს;
სიცოცხლეს მხოლოდ მაშინ აქვს ფასი,
როცა იცი, რომ სჭირდები ვინმეს;
ჩვენს ყოფას მხოლოდ სიკეთე შვენის,
დაგიცხრობს სულის კივილებს, გმინვებს,
როცა სიცოცხლე ახარებთ შენი,
როცა სიკვდილით აკლდები ვინმეს.
ზოგჯერ ცხოვრება ისე გაივლის,
მაინც ვერ არჩევ კეთილს და ბოროტს;
ეჰ, ყველაფერი მაინც ჩაივლის
და მხოლოდ ღმერთი შეგრჩება ბოლოს.
Laravel
კომენტარი
0 კომენტარები გამორთულია