შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

გული

თუკი ქვეყნად ბოროტება ხშირად ხდება,
ნუღარ მკითხავთ, კაცის გული რატომ კვდება;
განა დარდი და ნაღველი სადმე ქრება?
ან ტკივილი განა სადმე იკარგება?
ასეც ხდება, ზოგჯერ თვალში ცრემლი შრება,
მაგრამ გულში ნატყვიარი თვისას შვრება;
ოღონდ თუკი ღვთის ადგილი გულში რჩება,
ასი ტყვიაც რომ ესროლო, გადარჩება;
არჩევანი ცხოვრებაში ერთი დგება –
ღმერთს უარყოფ? მაშინ ეშმა მოგადგება.
Laravel

კომენტარი

0 კომენტარები გამორთულია