ჩანაწერი
Laravel
კვნესა ცოდვილი სულისა
უფალო იესო, მზევ სიყვარულისა,
კვლავ შენთან მოვედი ცოდვების ამალით;
ვერ ვნახე, შენს მეტი, მკურნალი სულისა,
ვერ ვნახე, მე შენსკენ, სხვა გზები სავალი;
ტანჯულ სულს, უფალო, შენსკენ ვერ ვუძღვები,
ისევ შენს წინაშე ვსტირი და ვჩივივარ;
მიშველე, მიხსენი ბრიყვი და უძღები,
მე შენი ყველაზე უღირსი შვილი ვარ;
ვერ ვძლიე, უფალო, დემონებს წყეულებს,
არ ვიცი, უგნური, საითკენ მივდივარ;
მარიდე ცოდვიან ბილიკებს ხვეულებს,
მაქციე ისეთად, როგორიც გინდივარ;
დაცემულს, დავარდნილს მუდამ შენ მშველოდი,
მჯერა, რომ შებოჭილს დამიხსნი, ამიშვებ;
ოღონდაც ჩემს სულში, ინებე, შემოდი,
შემოგხვევ ხელებს და არასდროს გაგიშვებ;
უშენოდ რად მინდა, ამქვეყნად, რაიმე?!
ცხოვრება მექცევა უფსკრულად, ქარაფად;
...და თუკი ოდესმე დამტოვებ, ვაიმე,
მაშინ თვით სიცოცხლეც არ მიღირს არაფრად.
კვლავ შენთან მოვედი ცოდვების ამალით;
ვერ ვნახე, შენს მეტი, მკურნალი სულისა,
ვერ ვნახე, მე შენსკენ, სხვა გზები სავალი;
ტანჯულ სულს, უფალო, შენსკენ ვერ ვუძღვები,
ისევ შენს წინაშე ვსტირი და ვჩივივარ;
მიშველე, მიხსენი ბრიყვი და უძღები,
მე შენი ყველაზე უღირსი შვილი ვარ;
ვერ ვძლიე, უფალო, დემონებს წყეულებს,
არ ვიცი, უგნური, საითკენ მივდივარ;
მარიდე ცოდვიან ბილიკებს ხვეულებს,
მაქციე ისეთად, როგორიც გინდივარ;
დაცემულს, დავარდნილს მუდამ შენ მშველოდი,
მჯერა, რომ შებოჭილს დამიხსნი, ამიშვებ;
ოღონდაც ჩემს სულში, ინებე, შემოდი,
შემოგხვევ ხელებს და არასდროს გაგიშვებ;
უშენოდ რად მინდა, ამქვეყნად, რაიმე?!
ცხოვრება მექცევა უფსკრულად, ქარაფად;
...და თუკი ოდესმე დამტოვებ, ვაიმე,
მაშინ თვით სიცოცხლეც არ მიღირს არაფრად.
Laravel
კომენტარი
0 კომენტარები გამორთულია