შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ამ გაზაფხულის ლამაზ დღეს

ამ გაზაფხულის ლამაზ დღეს, ნეტავ,
შემეძლოს, ძლიერ ჩაგიკრა გულში
და გითხრა ისევ: დღეს უფრო მეტად
მიყვარხარ, ვიდრე მიყვარდი გუშინ;

ამ გაზაფხულის ლამაზ დღეს ისევ
შენი თვალები მენატრებიან,
რომ გითხრა კვლავაც: მიყვარხარ ისე,
ჯერ რომ არავის არ ჰყვარებია;

ამ გაზაფხულის ლამაზ დღეს მინდა,
შემოგახვიო მანდილი წმინდა
და გითხრა ისევ, ძვირფასო ჩემო,
შენს მეტი ქვეყნად არავინ მინდა;

ამ მაისის დღეს, ჩემო სიცოცხლევ,
კვლავ მინდა გითხრა: მიყვარხარ ისე,
ასი რომ მომცეს ღმერთმა სიცოცხლე,
ასჯერვე შენთვის ვიცოცხლებ ისევ;

ამ გაზაფხულის ლამაზ დღეს ისევ,
ათასმეერთედ მინდოდა მეთქვა:
ჩემი სუნთქვა ხარ, ჩემი სიცოცხლე,
თვალის სინათლე და გულის ფეთქვა;

ამ გაზაფხულის ლამაზ დღეს მინდა,
კვლავ გაღიარო ჩემს ქალად-ღმერთად
და გითხრა ისევ, სიცოცხლე მინდა
შენს გვერდით მხოლოდ და შენთან ერთად.
Laravel

კომენტარი

0 კომენტარები გამორთულია