შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სამშობლოს გავედრი, უფალო!

სამშობლოს გავედრი, უფალო, ნაკლიანს,
დაჩეხილს, დაკორტნილს, მომაკვდავს, ნაღვლიანს,
შენს მიერ მოცემულ სამოთხეს თაფლიანს,
ღვთისმშობლის წილხვედრილს, კურთხეულს, მადლიანს;

შეგვინდე ცოდვილებს ღვთისაგან განდგომა,
გვაკმარე ცრემლები, გვაღირსე ადგომა,
გვაჩუქე სიცოცხლე – კვლავ ფეხზე დადგომა,
გთხოვ, შეგვაძლებინე დიადი აღდგომა!

სამშობლოს გავედრი, უფალო, ვარდიანს,
დაცემულს, შერცხვენილს, ცოდვიანს, დარდიანს!!!
Laravel

კომენტარი

0 კომენტარები გამორთულია