შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

რკინა და ოქრო

თვის ხატად შექმნა უფალმა,
ყოველი ადამიანი,
მაგრამ ზოგი თუ რკინაა,
ზოგი ოქროა მზიანი;

რკინა ყოველთვის ჟანგდება,
წყალშიც, ჰაერზეც, მიწაშიც,
ოქრო კი ყველგან ოქროა,
ქარშიც, თოვლშიც და წვიმაშიც;

განა სხეულით ფასდება
რაობა ადამიანის,
სულია მასში მთავარი,
ნათელი, ღვთივმადლიანი;

არცერთი კაცი ამქვეყნად
მუდმივ ბინადრად არ რჩება,
სული უფალთან ავა და
სხეული მიწას დარჩება.
Laravel

კომენტარი

0 კომენტარები გამორთულია