ჩანაწერი
Laravel
ვაიმე, დედა
რამდენჯერ მითქვამს: „ვაიმე, დედა“,
ტკივილით არის სიცოცხლე სავსე;
რისთვის მოვსულვარ ამ ქვეყნად ნეტა,
რად ვიტანჯები, ნეტავი, ასე?!
რამდენჯერ მითქვამს: „ვაიმე, დედა“,
სულის ტკივილებს ვუთმინო რამდენს?
როგორ გაუძლოს ამ გულმა ნეტა,
უსჯულოებას, უღმრთობას ამდენს?!
რამდენჯერ მითქვამს: „ვაიმე, დედა“,
უსამართლობას ვერ უძლებს გული;
უფალო ღმერთო, შენ მაინც ხედავ,
როგორ მეწვის და მიწივის სული;
რამდენჯერ მითქვამს: „ვაიმე, დედა“,
ცრემლი ვერ შველის იარებს ამდენს,
რა ვუყო, ღმერთო, დაჭრილ გულს ნეტა,
ან დამჭკნარ თვალებს ცრემლების დამდენს?!
რამდენჯერ მითქვამს: „ვაიმე დედა“,
ხანძარი სულში როდემდე მენთოს?
რამდენ სიბილწეს, ხრწნილებას ვხედავ,
გამაძლებინე, უფალო ღმერთო!
რამდენჯერ მითქვამს: „ვაიმე, დედა“,
რა ამაოა ცხოვრება ჩემი;
ღმერთო, შემინდე ამას რომ ვბედავ,
შენ როგორ ითმენ, მშვიდად რომ რჩები?
რამდენჯერ მითქვამს: „ვაიმე, დედა“,
რა დათვლის ამდენ მტკივნეულ წამებს?
ეჰ, მინატრია რამდენჯერ, ნეტა
არ გათენდესო ეს მშვიდი ღამე;
რამდენჯერ მითქვამს: „ვაიმე, დედა“,
ჩემშივე ვაშთობ გულსაკლავ კივილს;
თითქოს მჯეროდეს უეცრად, ბედად,
დედა მოვა და დამიცხრობს ტკივილს;
მადლობა უფალს, არ ესმის დედას,
რამდენჯერ ვუხმობ, შველას ვთხოვ რამდენს;
რა უშველიდა დედის გულს ნეტა,
ვერ გაუძლებდა ჩემს ოხვრას ამდენს;
დედას, დაქანცულს და ღონემიხდილს,
არ ესმის ჩემი დარდი და სევდა,
თორემ იმდენჯერ იგრძნობდა სიკვდილს,
რამდენიც მითქვამს: „ვაიმე დედა“;
ყველა ტკივილს და ყველა განსაცდელს,
დედას ვუმალავთ ყველაზე მეტად,
მაგრამ ვერ ვაღწევთ მაინც საწადელს,
...და ისევ ვკვნესით: „ვაიმე, დედა“;
უტკბესო ჩემო და მეხამრიდევ,
დედა, შემინდე ამდენს რომ ვბედავ;
სანამ მოვკვდები, ვინ იცის, კიდევ
რამდენჯერ ვიტყვი: „ვაიმე, დედა“.
ტკივილით არის სიცოცხლე სავსე;
რისთვის მოვსულვარ ამ ქვეყნად ნეტა,
რად ვიტანჯები, ნეტავი, ასე?!
რამდენჯერ მითქვამს: „ვაიმე, დედა“,
სულის ტკივილებს ვუთმინო რამდენს?
როგორ გაუძლოს ამ გულმა ნეტა,
უსჯულოებას, უღმრთობას ამდენს?!
რამდენჯერ მითქვამს: „ვაიმე, დედა“,
უსამართლობას ვერ უძლებს გული;
უფალო ღმერთო, შენ მაინც ხედავ,
როგორ მეწვის და მიწივის სული;
რამდენჯერ მითქვამს: „ვაიმე, დედა“,
ცრემლი ვერ შველის იარებს ამდენს,
რა ვუყო, ღმერთო, დაჭრილ გულს ნეტა,
ან დამჭკნარ თვალებს ცრემლების დამდენს?!
რამდენჯერ მითქვამს: „ვაიმე დედა“,
ხანძარი სულში როდემდე მენთოს?
რამდენ სიბილწეს, ხრწნილებას ვხედავ,
გამაძლებინე, უფალო ღმერთო!
რამდენჯერ მითქვამს: „ვაიმე, დედა“,
რა ამაოა ცხოვრება ჩემი;
ღმერთო, შემინდე ამას რომ ვბედავ,
შენ როგორ ითმენ, მშვიდად რომ რჩები?
რამდენჯერ მითქვამს: „ვაიმე, დედა“,
რა დათვლის ამდენ მტკივნეულ წამებს?
ეჰ, მინატრია რამდენჯერ, ნეტა
არ გათენდესო ეს მშვიდი ღამე;
რამდენჯერ მითქვამს: „ვაიმე, დედა“,
ჩემშივე ვაშთობ გულსაკლავ კივილს;
თითქოს მჯეროდეს უეცრად, ბედად,
დედა მოვა და დამიცხრობს ტკივილს;
მადლობა უფალს, არ ესმის დედას,
რამდენჯერ ვუხმობ, შველას ვთხოვ რამდენს;
რა უშველიდა დედის გულს ნეტა,
ვერ გაუძლებდა ჩემს ოხვრას ამდენს;
დედას, დაქანცულს და ღონემიხდილს,
არ ესმის ჩემი დარდი და სევდა,
თორემ იმდენჯერ იგრძნობდა სიკვდილს,
რამდენიც მითქვამს: „ვაიმე დედა“;
ყველა ტკივილს და ყველა განსაცდელს,
დედას ვუმალავთ ყველაზე მეტად,
მაგრამ ვერ ვაღწევთ მაინც საწადელს,
...და ისევ ვკვნესით: „ვაიმე, დედა“;
უტკბესო ჩემო და მეხამრიდევ,
დედა, შემინდე ამდენს რომ ვბედავ;
სანამ მოვკვდები, ვინ იცის, კიდევ
რამდენჯერ ვიტყვი: „ვაიმე, დედა“.
Laravel
კომენტარი
0 კომენტარები გამორთულია