შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ქრისტე აღსდგა

გიხაროდენ, ქრისტეანნო,
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით,
ნაწამები, ჯვარსგაკრული
კაცობრივი ხვედრით;

სიკვდილისა სიკვდილითა
თვისით დამრთგუნველი,
ჯოჯოხეთში შთავლენილი
და მართალთა მხსნელი;

სასუფევლის განმღებელი,
სამ პირთაგან ერთი,
უფალი და მაცხოვარი –
ჭეშმარიტი ღმერთი;

გიხაროდენ, ქრისტე აღსდგა,
მამის მარჯვნივ დადგა,
გიხაროდენ ქრისტეანნო,
ჭეშმარიტად აღსდგა!!!

ქრისტე აღსდგა!!!
Laravel

კომენტარი

0 კომენტარები გამორთულია