ჩანაწერი
Laravel
უფრო მეტი
არც ოქრო–ვერცხლი მიბნევს გონებას,
არც სიმდიდრეზე მებმევა ენა,
არ მინდა მქონდეს დიდი ქონება,
რადგან ამაზე მეტი მაქვს – რწმენა;
არც ჯანმრთელობას ვისურვებ ბედად,
დღეგრძელობაა ჩემთვის მცირედი,
არც ერთს ვინატრებ რამეზე მეტად,
რადგან მეტი მაქვს უფრო – იმედი;
ბედნიერება ვის არ სწყურია
და სანატრელი როგორ არ არის,
მაგრამ არ ვნატრობ, რადგან მეტი მაქვს –
სიყვარულია უფრო მთავარი.
არ მინდა, ღმერთო, იღბალი, ბედი,
ბედნიერება, სიმდიდრე, ფული,
რადგან მიბოძე ათასჯერ მეტი –
რწმენა, იმედი და სიყვარული .
დიდება შენდა, ღმერთო!!!
არც სიმდიდრეზე მებმევა ენა,
არ მინდა მქონდეს დიდი ქონება,
რადგან ამაზე მეტი მაქვს – რწმენა;
არც ჯანმრთელობას ვისურვებ ბედად,
დღეგრძელობაა ჩემთვის მცირედი,
არც ერთს ვინატრებ რამეზე მეტად,
რადგან მეტი მაქვს უფრო – იმედი;
ბედნიერება ვის არ სწყურია
და სანატრელი როგორ არ არის,
მაგრამ არ ვნატრობ, რადგან მეტი მაქვს –
სიყვარულია უფრო მთავარი.
არ მინდა, ღმერთო, იღბალი, ბედი,
ბედნიერება, სიმდიდრე, ფული,
რადგან მიბოძე ათასჯერ მეტი –
რწმენა, იმედი და სიყვარული .
დიდება შენდა, ღმერთო!!!
Laravel
კომენტარი
0 კომენტარები გამორთულია