ჩანაწერი
Laravel
უფალო
ღმერთო, არა ვარ უბრალო,
არ ვიცი, რისთვის გინდივარ;
რაც მე ცოდვა მაქვს,უფალო,
ასჯერ სიკვდილის ღირსი ვარ;
მადლს და სიკეთეს რომ მწყალობ,
ამდენი ცოდვის მხედავი;
ასე ძალიან, უფალო,
რისთვის გიყვარვარ, ნეტავი?
ჯვარზე გაგაკრეს უბრალო,
არც კი იცოდნენ, რისთვისა;
არა ვარ ღირსი, უფალო,
შენგან დაღვრილი სისხლისა;
მე შეგილახე ღირსება
ჩემი ცოდვებით ყოველით;
შენ კი კვლავ მაძლევ იმედს და
ისევ შენს მოსვლას მოველი;
სიცოცხლის ღირსიც არა ვარ,
რაც მოგაყენე იარა;
მხოლოდ სასჯელის ღირსი ვარ,
შენი წყალობის კი არა;
ვაი, ჩემს უგუნურებას,
ვერ დავინახე მთავარი –
შენს სიყვარულს და წყალობას
რომ არ ჰქონია საზღვარი;
შენთან ლაპარაკს ვერ ვბედავ
(სიცოცხლე გადის ლოდინში);
მხოლოდ სამ სიტყვას შეგბედავ:
გმადლობ, მიყვარხარ, ბოდიში !
არ ვიცი, რისთვის გინდივარ;
რაც მე ცოდვა მაქვს,უფალო,
ასჯერ სიკვდილის ღირსი ვარ;
მადლს და სიკეთეს რომ მწყალობ,
ამდენი ცოდვის მხედავი;
ასე ძალიან, უფალო,
რისთვის გიყვარვარ, ნეტავი?
ჯვარზე გაგაკრეს უბრალო,
არც კი იცოდნენ, რისთვისა;
არა ვარ ღირსი, უფალო,
შენგან დაღვრილი სისხლისა;
მე შეგილახე ღირსება
ჩემი ცოდვებით ყოველით;
შენ კი კვლავ მაძლევ იმედს და
ისევ შენს მოსვლას მოველი;
სიცოცხლის ღირსიც არა ვარ,
რაც მოგაყენე იარა;
მხოლოდ სასჯელის ღირსი ვარ,
შენი წყალობის კი არა;
ვაი, ჩემს უგუნურებას,
ვერ დავინახე მთავარი –
შენს სიყვარულს და წყალობას
რომ არ ჰქონია საზღვარი;
შენთან ლაპარაკს ვერ ვბედავ
(სიცოცხლე გადის ლოდინში);
მხოლოდ სამ სიტყვას შეგბედავ:
გმადლობ, მიყვარხარ, ბოდიში !
Laravel
კომენტარი
0 კომენტარები გამორთულია