შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

წმიდაო სამებავ...

ცხოვრება დაგვიდგა უღვთო და ურჯულო,
სულსა და გონებას სიბილწით ვრყვენთ;
შენს სახელს ვახსენებთ ურცხვად და უგულოდ,
წმიდაო უფალო, შეგვინდვენ ჩვენ!

არ გვიყვარს მოყვასი, არც ღმერთი მაღალი,
სიკეთე არ გვახსოვს, ბოროტსა ვქმენთ;
მოგვმადლე გულები წრფელი და მართალი,
წმიდაო ძლიერო, გვიწყალენ ჩვენ!

შენა ხარ მზრუნველი მამა და მშობელი,
შენს მოსიყვარულე შვილებად გვქმენ;
უშენოდ მწარეა ეს წუთისოფელი,
წმიდაო უკვდავო, გვაკურთხენ ჩვენ!

გთხოვ, შენს სიყვარულში კვლავ გაგვაძლიერო,
მოშიშნი, მდაბალნი, ერთგულნი გვყვენ;
წმიდაო უფალო, წმიდაო ძლიერო,
წმიდაო უკვდავო, გვაცხოვნენ ჩვენ!!!
Laravel

კომენტარი

0 კომენტარები გამორთულია