ჩანაწერი
Laravel
წმიდაო გიორგი
წმიდაო გიორგი, მფარველო უტკბესო,
სამშობლოს გავედრი, ცოდვილი ქართველი;
ცხოვრება დაგვიდგა უღმრთო და უწესო,
სიკეთე არ დაგვრჩა თითებზე სათვლელი;
რწმენით და იმედით ათასჯერ დაცული,
ხელიდან გვეცლება ედემი პატარა;
წმინდანო უმზესო, გვიკვდება მამული,
უფალი ტირის და ხარხარებს სატანა;
შენა ხარ მარადის იმედი ქართველთა,
მხსნელი და მეოხი, წმინდანი მფარველი;
რწმენით მიგვიყვანე კვლავ უფლის კარებთან!
ამას გთხოვ, მეც ერთი ცოდვილი ქართველი;
მჯერა, რომ მიუზღავ ბოროტსაც საკადრისს,
ვერ გაგვწყვეტს სატანა, უფალი სუფევსო!
შენს სახელს ვადიდებთ კვლავ, აწ და მარადის,
წმიდაო გიორგი, მფარველო უტკბესო.
სამშობლოს გავედრი, ცოდვილი ქართველი;
ცხოვრება დაგვიდგა უღმრთო და უწესო,
სიკეთე არ დაგვრჩა თითებზე სათვლელი;
რწმენით და იმედით ათასჯერ დაცული,
ხელიდან გვეცლება ედემი პატარა;
წმინდანო უმზესო, გვიკვდება მამული,
უფალი ტირის და ხარხარებს სატანა;
შენა ხარ მარადის იმედი ქართველთა,
მხსნელი და მეოხი, წმინდანი მფარველი;
რწმენით მიგვიყვანე კვლავ უფლის კარებთან!
ამას გთხოვ, მეც ერთი ცოდვილი ქართველი;
მჯერა, რომ მიუზღავ ბოროტსაც საკადრისს,
ვერ გაგვწყვეტს სატანა, უფალი სუფევსო!
შენს სახელს ვადიდებთ კვლავ, აწ და მარადის,
წმიდაო გიორგი, მფარველო უტკბესო.
Laravel
კომენტარი
0 კომენტარები გამორთულია