შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

რწმენა, იმედი და სიყვარული

სევდა, ტკივილი მუდამ იქნება,
მაგრამ იქნება სიცილიც, ლხენაც,
ოღონდ ნურასდროს დაგავიწყდება,
რომ მთავარია, გაგაჩნდეს რწმენა;

უსამართლობა თავს არ გვავიწყებს,
მაგრამ დავჯაბნით ბოროტს სიკეთით,
ოღონდ არასდროს არ დაგავიწყდეს,
რომ მთავარია, გქონდეს იმედი;

შურს ნურასოდეს გაეკარები,
არ მოგანიჭებს მტრობა სიხარულს,
მხოლოდ ამას გთხოვ, გემუდარები,
ფართოდ გაუღე გული სიყვარულს;

...და ნუ გაიხდი ნურაფერს კვეხნად,
რადგან ყველაფერს აქვს დასასრული,
მხოლოდ სამია მთავარი ქვეყნად:
რწმენა, იმედი და სიყვარული;

რწმენას სიკვდილიც ვეღარ გასტეხავს,
იმედს ბორკილიც ვერ მოერევა,
...და სიყვარულით სავსე არსებას
ძალა არასდროს გამოელევა.
Laravel

კომენტარი

0 კომენტარები გამორთულია