შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მამული, ენა, სარწმუნოება

მ ა მ უ ლ ი ღვთისგან ნაკურთხი, მზიური მინდორ–ველითა,
ა თასჯერ სისხლით მორწყული ურჯულოების ხელითა,
მ ადლით მოსილი ედემი, ლურჯი ზღვითა და მთებითა,
უ ამრავ მტრისგან დაცული სისხლით, ოფლით და ცრემლითა,
ლ ამაზი, ერი გულადი, თუმცა ნატანჯი ბევრითა,
ი ესოს ჯვარის მტვირთველი რწმენით და მორჩილებითა;

ე ნ ა საამო, მზიანი, უნაკლო ასო–ბგერითა,
ნ ეტარი, ტკბილი ბადაგი, ნაწური ყურძნის მტევნითა,
ა თასჯერ ცეცხლში ნაწრთობი, მაგრამ მოსული ქებითა;

ს ა რ წ მ უ ნ ო ე ბ ა დაცული, ხშირად ტანჯვით და გვემითა,
ა სი ათასი მოწამით და უამრავი მსხვერპლითა,
რ უსთველის საგალობელით და თამარ მეფით ბრძენითა,
წ მიდა გიორგის მხარდამხარ უსჯულოების ძლევითა,
მ იწა წილხვედრი, დაცული ღვთისმშობლის საფარველითა,
უ ფლის უსაზღვრო იმედით, სიყვარულით და რწმენითა,
ნ ატანჯი გზებით მოვსულვართ, ჯვარი გვიზიდავს მხრებითა,
ო ჰ, ღმერთო ჩემო, ძლიერო, ამას გთხოვ გულით წრფელითა,
ე რთი ცოდვილი ქართველი გემუდარები ცრემლითა :
ბ ერი და ერი გვიკურთხე, გვაშორე ურწმუნოება,
ა გვიღორძინე მამული, ენა და სარწმუნოება!
Laravel

კომენტარი

0 კომენტარები გამორთულია