ჩანაწერი
Laravel
მამა გიორგი პავლოვს
ჩემო დიდიმედო, გულში გამდინარო,
ჩემო სიხარულო, ცრემლის მადინარო,
ჩემო სანთელო და დიდო კელაპტარო,
ჩემო გულნათელო, მზისა შესადარო;
ჩემო სასოებავ, მადლით ავსებულო,
ჩემო სიმშვიდეო, გულში არსებულო,
ღმერთის მოტრფიალევ, ცეცხლად ანთებულო,
უფლის სავანისკენ ხიდად გადებულო;
ხალხის სიყვარულით დაღლილ–დაქანცულო,
მაგრამ კვლავ ბოლომდე დამწვარ–დახარჯულო,
მადლის მდინარეო, ჩვენსკენ მომდინარო,
უფლის მეგობარო, მირონმოდინარო;
ცოდვით დაცემული, თვალებცრემლიანი,
შენსკენ მოვისწრაფი, მამავ უდიდესო,
ვიცი, რომ მიმიყვან, გზებით ეკლიანით,
თავად უფალ ღმერთთან, ჩემო უმწიკვლესო;
ხელებს შემოგხვევ და გულში ჩაგეკვრები.
ვიცი, ხელს არა მკრავ, ჩემო უთბილესო,
შენ რომ მიმასწავლი, იმ გზებს ავეკვრები,
ღმერთთან გამოგყვები, ჩემო უტკბილესო;
ვიცი, უამრავჯერ ცოდვით დაცემული,
არ ვარ შენი ღირსი, ჩემო ღვაწლიანო,
მაგრამ, რაც გულით გაქვს უხვად გაცემული,
ცოტა მეც მარგუნე, ჩემო მადლიანო;
სულით ღმერთთანა ხარ, მამავ გულნათელო,
ზეცად აზვირთული ლაღად, ვით ორბიო;
ჩემო ღმერთიანო, ჩემო სანატრელო,
ჩემო საყვარელო მამა გიორგიო !!!
ჩემო სიხარულო, ცრემლის მადინარო,
ჩემო სანთელო და დიდო კელაპტარო,
ჩემო გულნათელო, მზისა შესადარო;
ჩემო სასოებავ, მადლით ავსებულო,
ჩემო სიმშვიდეო, გულში არსებულო,
ღმერთის მოტრფიალევ, ცეცხლად ანთებულო,
უფლის სავანისკენ ხიდად გადებულო;
ხალხის სიყვარულით დაღლილ–დაქანცულო,
მაგრამ კვლავ ბოლომდე დამწვარ–დახარჯულო,
მადლის მდინარეო, ჩვენსკენ მომდინარო,
უფლის მეგობარო, მირონმოდინარო;
ცოდვით დაცემული, თვალებცრემლიანი,
შენსკენ მოვისწრაფი, მამავ უდიდესო,
ვიცი, რომ მიმიყვან, გზებით ეკლიანით,
თავად უფალ ღმერთთან, ჩემო უმწიკვლესო;
ხელებს შემოგხვევ და გულში ჩაგეკვრები.
ვიცი, ხელს არა მკრავ, ჩემო უთბილესო,
შენ რომ მიმასწავლი, იმ გზებს ავეკვრები,
ღმერთთან გამოგყვები, ჩემო უტკბილესო;
ვიცი, უამრავჯერ ცოდვით დაცემული,
არ ვარ შენი ღირსი, ჩემო ღვაწლიანო,
მაგრამ, რაც გულით გაქვს უხვად გაცემული,
ცოტა მეც მარგუნე, ჩემო მადლიანო;
სულით ღმერთთანა ხარ, მამავ გულნათელო,
ზეცად აზვირთული ლაღად, ვით ორბიო;
ჩემო ღმერთიანო, ჩემო სანატრელო,
ჩემო საყვარელო მამა გიორგიო !!!
Laravel
კომენტარი
0 კომენტარები გამორთულია