ჩანაწერი
Laravel
ნატოს
ნ ეტა ვიცოდე, რას შევადარო შენი მშვენება,
ა რ მეგულება ამ ქვეყანაზე შენი სადარი;
ტ ურფა ყვავილთა მთელი სამყაროც ვერ შეგედრება,
ო ც საუკუნეს არ შეუქმნია შენი ბადალი;
ფ ერად სიზმრებშიც ვერ ვინატრებდი ტურფა ფერიას,
ა ნგელოზების დარი მიბოძა ღმერთმა ასული;
ჩ ემი სიცოცხლე შენს არსებობას დაუმშვენია,
უ საღვროდ მათბობს შენი სინათლე ცამდე ასული;
ა სჯერ რომ მომცეს ღმერთმა სიცოცხლის ისევ უფლება,
შ როშანთა შორის სად ვიპოვიდი ვარდზე უმეტესს?
ვ იცი, ოცნებაც რომ შემისრულდეს ყველა, უკლებად,
ი ცოდეს ღმერთმა, ვერ ვინატრებდი შენზე უკეთესს;
ლ ამაზ სიზმრებშიც მე ვეღარ შევძლებ, ვერ შევაფასებ
ი მ დღეს, როდესაც შენ დაიბადე ამ ქვეყანაზე.
***
ფერია ხარ ჩემი გულის, ანგელოზებს როგორ ჰგავხარ;
ღმერთმა ნატვრა ამისრულა – სანაქებო შვილი მყავხარ;
სიხარული უფრო დიდი მომანიჭოს მეტი რამა?!
ჩემო გულო, ჩემო სულო, გენაცვალოს შენი მამა !!!
***
მე არ ვიცი, დედის გულის ვარდი ხარ თუ ია ხარ,
მე ის ვიცი, რომ ძალიან გაფასებ და მიყვარხარ;
მე ის ვიცი, რომ სუნთქვა ხარ, გულის ფეთქვა მამისა,
სიცოცხლე და სიხარული ჩემი ყველა წამისა.

კომენტარი
0 კომენტარები გამორთულია