შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მე რომ მოვკვდები...

მე რომ მოვკვდები, მოვკვდები ჩუმად,
არ შეგაწუხებთ ზედმეტი სიტყვით;
არ მოგიმატებთ სევდიან ცრემლებს,
"მშვიდობით" მეთქი – წასვლის წინ ვიტყვი;

მე რომ მოვკვდები, მოვკვდები მშვიდად,
არ მივეცემი სასოწარკვეთას;
სადაც უფალი მიმიჩენს ადგილს,
კრძალვით მივიღებ ღმერთის დაკვეთას;

მე რომ მოვკვდები, მოვკვდები უხმოდ,
ტკივილს დავმალავ საბნის უბეში,
რომ ჩემი წასვლით არ მოგიმატოთ
ცხელი ცრემლები თვალის უპეში;

მე რომ მოვკვდები, მოვკვდები წნარად,
სიკვდილს შევხვდები კრძალვით და რიდით;
ის ჩემი მტერი არ გახლავთ სულაც,
უფალთან, გახლავთ, მიმყვანი ხიდი;

მე რომ მოვკვდები, მოვკვდები ლაღად,
ბაგეგახსნილი და დიდებული,
რათა როდესაც აღარ ვიქნები,
დამიმახსოვროთ გაღიმებული;

განა სიკვდილი მაშინებს რამით,
ვიცი, პასუხი რომ უნდა მეგო;
მე მხოლოდ სულის სასჯელი მტკივა,
ჩემი ცოდვების გამო რომ ერგო;

სადარდებელი ერთი მაქვს მხოლოდ
(სხვა დანარჩენი რაც გინდა მჭირდეს) –
ნეტა სიცოცხლე თუ ღირდა ჩემი,
რომ ამის შემდეგ სიკვდილი ღირდეს?!
Laravel

კომენტარი

0 კომენტარები გამორთულია