ჩანაწერი
Laravel
მაგრამ, ის ერთი, სულ სხვაა მაინც
ქალი მაგონებს ვარდისფერ მაისს,
აყვავილებულს ფერად მძივებად;
მაგრამ, ისე ერთი, სულ სხვაა მაინც,
ნორჩი სიცოცხლის გამოღვიძება;
ქალი მაგონებს ოქროსფერ დაისს -
მზე, ცის მნათობთა ტურფა რჩეული;
მაგრამ, ის ერთი, სულ სხვაა მაინც,
მარად ყველასგან გამორჩეული;
ქალი ყვავილთა ნაზი სუნთქვაა
და სურნელება დაუვიწყარი;
მაგრამ, ის ერთი, მაინც სულ სხვაა,
წმინდა, უმანკო და საფიცარი;
ქალს არ აკლია ურვაც და ვაიც
და რა ტკივილი არ შეხვედრია;
მაგრამ, ის ერთი, სულ სხვაა მაინც,
ცრემლი და დარდი მისი ხვედრია;
სანუკვარია ცოლიც და დაიც,
მანდილოსანთა მთელი კრებული;
მაგრამ, ის ერთი, სულ სხვაა მაინც,
ხშირად ყველასგან დავიწყებული;
ქალის ბუნება კაცთა რისხვაა,
ხშირად ქარცეცხლის დამანთებელი;
მაგრამ, ის ერთი, მაინც სულ სხვაა,
მარად ყველაფრის მიმტევებელი;
ქალი, რომელიც სულს დათმობს ჩვენთვის
და თვით სიცოცხლეც გაუმეტია;
ღმერთი არ არის, მაგრამ ყოველთვის
ყველა სულმდგმულზე ბევრად მეტია;
ქალი მაგონებს ბრწყინვალე აისს,
იასამნების გამოღვიძებას;
მაგრამ, ის ერთი, სულ სხვაა მაინც
და სულ სხვა არის მისი დიდება.
აყვავილებულს ფერად მძივებად;
მაგრამ, ისე ერთი, სულ სხვაა მაინც,
ნორჩი სიცოცხლის გამოღვიძება;
ქალი მაგონებს ოქროსფერ დაისს -
მზე, ცის მნათობთა ტურფა რჩეული;
მაგრამ, ის ერთი, სულ სხვაა მაინც,
მარად ყველასგან გამორჩეული;
ქალი ყვავილთა ნაზი სუნთქვაა
და სურნელება დაუვიწყარი;
მაგრამ, ის ერთი, მაინც სულ სხვაა,
წმინდა, უმანკო და საფიცარი;
ქალს არ აკლია ურვაც და ვაიც
და რა ტკივილი არ შეხვედრია;
მაგრამ, ის ერთი, სულ სხვაა მაინც,
ცრემლი და დარდი მისი ხვედრია;
სანუკვარია ცოლიც და დაიც,
მანდილოსანთა მთელი კრებული;
მაგრამ, ის ერთი, სულ სხვაა მაინც,
ხშირად ყველასგან დავიწყებული;
ქალის ბუნება კაცთა რისხვაა,
ხშირად ქარცეცხლის დამანთებელი;
მაგრამ, ის ერთი, მაინც სულ სხვაა,
მარად ყველაფრის მიმტევებელი;
ქალი, რომელიც სულს დათმობს ჩვენთვის
და თვით სიცოცხლეც გაუმეტია;
ღმერთი არ არის, მაგრამ ყოველთვის
ყველა სულმდგმულზე ბევრად მეტია;
ქალი მაგონებს ბრწყინვალე აისს,
იასამნების გამოღვიძებას;
მაგრამ, ის ერთი, სულ სხვაა მაინც
და სულ სხვა არის მისი დიდება.
Laravel
კომენტარი
0 კომენტარები გამორთულია