შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ლექსში მთავარი რითმა როდია?

ლექსში მთავარი რითმა როდია
და ან სიტყვათა კოხტა კრებული?!
ზოგჯერ სიტყვები თავად მოდიან,
როცა გულია ამღერებული;

ხალხის გულებთან მისვლა რთულია,
არც მუზა კმარა და არც წადილი;
ლექსში მთავარი სიყვარულია,
მრავალთა სულის გამოძახილი.

ლექსში მთავარი რითმა როდია?
Laravel

კომენტარი

0 კომენტარები გამორთულია