ჩანაწერი
Laravel
ნუ შეაწუხებთ
ნუ შეაწუხებთ აღზევებულ ნაცნობ-მეგობარს.
ნუთუ გგონიათ, ეამება თქვენი დანახვა?
...და დარწმუნდებით, სანანებლად ისიც ეყოფა,
თუკი ოდესმე მეგობრობა შემოგთავაზათ;
მერე რა მოხდა, თუკი ოდესმე ერთად გეძინათ,
ერთი გობიდან თუ გაგიყვიათ ლუკმა და პური;
მისი ტკივილი თუკი ოდესმე ძლიერ გეწყინათ,
თუკი გეგონათ, რომ ძმობა იყო მარადიული;
ეჰ, მეგობარო, ამაოა ახლა ყოველი,
ადამიანებს ერთგულება არა სჩვევიათ;
გაბღენძილისგან დახმარებას, სჯობს, ნუ მოელი,
ისევ უქონელს მიაკითხო, ის გირჩევნია;
არ გაიხსენო ის წარსული – ტკბილი, ნათელი,
პატივმოყვარე და ბავშვური მამაკაცობა;
სჯობს, დაივიწყო სამუდამოდ მისი სახელი
და არასოდეს გაიხსენო მისი კაცობა;
ღმერთს შეევედრე, უერთგულე ყველაზე მეტად,
არ გიღალატებს არასოდეს სული ციური;
გაჭირვებულის მეგობარი ვინ არის ნეტავ,
თუ არა ღმერთი – ერთადერთი, მარადიული?

კომენტარი
0 კომენტარები გამორთულია