შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

*ავტობუსის მარშუტი*

როს დამთავრდება ჩემი ცხოვრება,
როს მე წუთები დამრჩება ცოტა,
თქვენი ღიმილი ერთი ღიმილი,
გულს შემივსებდა, სულ მეყოფოდა.

ოხ, ეს წუთები მიერეკება.
ტყვიაზე სწრაფად და მეხზე სწრაფად.
თქვენი ღიმილი, რომ მახსენდება…
როგორ ურიგებთ სხვებს ავტოგრაფად.

გაურკვევლობა ამ წუთისოფლის.
როგორ შემეძლო თავი მერიდა,
სხვა გზა არ იყო ჩემი არ მოსვლის
და ვერ დაგკარგავთ ამიერიდან.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →