ჩანაწერი
Laravel
ღამის ბიჭი
ღამის ბიჭი გადაჰყურებს აივანს
და ნოქტურნიც აუყოლებს საუბარს,
ტანჯულ ფიქრებს წვიმის წვეთით განიბანს,
ვარსკვლავი კი ჯაზის ნოტებს გაუბამს,
დისონანსურ გზას უხდება დეივისი,
ოცდაშვიდჯერ გავაცოცხლე ნეფერტიტი,
ანგლეზიტი შენ იყავი ჩემი ტყვიის,
შენ იყავი კიკიმორე ჩემი სიზმრის,
ღამის ბიჭმა დაინახა ყველაფერი
შეიმეცნა ყოველივე ანგსტრემი,
არ ყოფილა ის ანდრომეს შესაფერი,
არს მღელვარე, ვითა ბოთლანაცემი.
და ნოქტურნიც აუყოლებს საუბარს,
ტანჯულ ფიქრებს წვიმის წვეთით განიბანს,
ვარსკვლავი კი ჯაზის ნოტებს გაუბამს,
დისონანსურ გზას უხდება დეივისი,
ოცდაშვიდჯერ გავაცოცხლე ნეფერტიტი,
ანგლეზიტი შენ იყავი ჩემი ტყვიის,
შენ იყავი კიკიმორე ჩემი სიზმრის,
ღამის ბიჭმა დაინახა ყველაფერი
შეიმეცნა ყოველივე ანგსტრემი,
არ ყოფილა ის ანდრომეს შესაფერი,
არს მღელვარე, ვითა ბოთლანაცემი.
Laravel
კომენტარი
0