შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

რწმენას

ოდითგანვე ხომ ასე ყოფილა
ადამიანის ცხოვრების დღენი:
იმისათვის, რომ რამე იწამო,
წამების უნდა შეწირო ძღვენი.

ანდა რაში ცვლი სიყალბის წუთებს?
რად არ შეასხი სიყვარულს ფრთები?
და გაჭირვების პირისპირ მდგომი
რატომ ეცემი და მყისვე ბრთხები?

სისხლის დაცლამდე ჯობს, რომ იომო
და სიკვდილს შეხვდე გაშლილი ფრთებით.
ნუთუ ვერ ხვდები, რომ ამ ბრძოლაში
ყველაფრის ბოლოს გმირი შენ ხდები?
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →