შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

სიზმრის სიმღერა

შენი მზერა - ყველაზე რთული წინადადება,
ყველაზე მკაცრი წინადადება,
ჩემმა თვალებმა დაიზეპირეს.
როცა კარებს მოიხურავენ,
კარებს ანუ დაღლილ ქუთუთოს,
იმ ოთახში, სადაც მხოლოდ მათ შეესვლებათ,
სხედან და
ამ ურთულეს საზეპიროს ჩემი თვალები სხაპასხუპით იმეორებენ,
რაც ნიშნავს -
მხოლოდ სიზმრად გნახულობ, სიზმრად გკითხულობ და გიმახსოვრებ,
უკუღმაა ჩვენი ამბავი - ცხადში მესიზმრები და სიზმარში ხდები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →