ჩანაწერი
Laravel
სიბერის სიმღერა
წუხელ ციოდა.
ქარი,
სკამზე ჩაძინებულ,
მთვრალი მეზობლის ალაგ-ალაგ ამოსრილილ სიტყვებივით გაისმოდა - იწყებოდა და უცაბედად წყდებოდა წელში.
და ცა ჰგავდა მაგიდის ძველ გადასაფრებელს, დედაჩემის გადაწმენდილ გადასაფარებელს, მეათასედ გადაწმენდილ გადასაფარებელს,
რომელსაც მკრთალად, ძალიან მკრთალად აჩნდა ოდესღაც საგანგებოდ მიხატული ვარსკვლავები.
მთვარე სუფრიდან გადმოვარდნილ, ცუდად გამომცხვარ მჭადის ნატეხივით ეგდო - მეგონა მშიერი ძაღლი მივარდებოდა და შეჭამდა.
მაგრამ ძაღლი, ჩემი უბნის ქუჩის ძაღლი, იდგა და მშვიდად უყურებდა.
მაშინ მივხვდი,
რომ ის ცაც და ვარსკვლავებიც, ისეთივე შორი
და ისეთივე მიუწვდომელი იყო,
როგორც ჩემი მთვრალი მეზობელი
და მაგიდის ბაცი ტილო -
ორივე მილიონი წლის წინანდელი ნათებით ანათებდა.

კომენტარი
0