შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ლექსების სიმღერა

შენ რომ მოხვედი,
საშინელი მიწისძვრა მოხდა -
უზარმაზარი ჩამოიქცა სიცარიელე .
ყველაზე მძიმე ნანგრევებია,
სიცარიელის ნანგრევები -
ვერ ხედავ და ვერ ეხები,
ხელს ვერ ახლებ, რომ გაზიდო,
არადა შიგნით მოყოლილი
იჭყლიტება და იგუდება
ყველა ოცნება.
ისრისებიან ოცნებები
და ოცნებები, როგორც მკვდარი ჩვილები,
ისე გამომყავს და სახელად ამ მკვდარ ჩვილებს
ლექსები ჰქვიათ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →