ჩანაწერი
Laravel
თრობის სიმღერა
ღრუბლის ტილოზე მზე დაიქცა ვარდისფერ ღვინოდ
- თანდათან ფეხი აერიათ ცაზე წეროებს,
რადგან წეროებს არევიათ ფეხი უწინაც -
წარსულის ქარი შენზე ფიქრებს აკენწეროებს.
მახსოვს, შენც გახსოვს - ადრე როგორ ვითვლიდით ჩიტებს
და ვაცილებდით თბილ ქვეყნებში დაღლილ ზაფხულებს,
როგორ ვეძებდით შემოდგომის ჟანგისფერ კლიტეს -
ნაბიჯებს, ფენილ ფოთლებისთვის გადანახულებს.
ჩვენ არ ვიცოდით, არ ვისწავლეთ წესი წინების
და ბედმა, მკაცრმა გამომცდელმა ასე ინება -
რომ სიყვარულის დავიწყების გაკვეთილები,
ითხოვს ცრემლების ზედმიწევნით დაზეპირებას.
და ახლა ღამის თეთრეულში ვარ გახვეული,
შემოვიკეცე ჩამოხსნილი ფანჯრებს ფარდები -
ვწევარ, სიზმრისგან დაცლილია ჩემი სხეული,
რაც ძილს არ ნიშნავს, ნიშნავს ვწევარ და მე ვბრმავდები.

კომენტარი
0