შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

შენ. გუშინ.

…ჩემი სული წაქცეული ქარის
წისქვილია,
ვიღამ მიხედოს ობმოდებულ
ოცნების ტომრებს-
– მოვლენ თაგვები და დახრავენ..
უსათუოდ მოვლენ…
დიდება თქვენდა თაგვნო!
მე გასწავლით თქვენ ყველა
კუნჭულს,
სადაც კი მიძევს მივარდნილი
რამე ოცნება,
სულყველა კუთხეს –
რომ დაიმშეთ უფრო და
უფრო
და ჩემი სულის
დაჩრჩილული კედლებიც
დახრათ!
ჩემი სული ხომ წაქცეული
ქარის წისქვილია,
უქარობამ წააქცია ჩემი
სული..
…ქარი ჩვენში მაშინ
იცის,
როცა წაიღებს…
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →