ჩანაწერი
Laravel
მდორე სიმღერა
შენ დაიბადე აგვისტოს და სოფლის მიწურულს,
მღვრიე მზეები ამდორებდნენ როდესაც ფიქრებს,
და მიხვდი - რადგან სიტყვებისთვის მესესხე ურდულს,
რომ ქარი ტანში გამოკეტე - ქარი გაიქრე.
მზიან კენჭებზე ფეხშიშველი დარბოდა ქარი,
ხტოდა, ეწვოდა უქალამნო ფეხისგულები -
ქარი, რომელიც ჩვენ გავიქრეთ და ხელი ვკარით,
როცა დუმილის ჭაობებში ზღვა დაულევი,
ზღვა დაულევი ამოვაშრეთ, დარდი გავბანგეთ,
უარაფრობის მოვუქსოვეთ სულს მრუდე ბუდე,
ხვალის ცხადისთვის დაგებული სიზმრის ხაფანგი
მოვშალეთ და წყალს გავაყოლეთ წინასწარ ცუდი
სიზმრები, ჯერაც უშობელი, სიზმრები ხვალის,
წყალში დავმარხეთ, თევზებს ვაჭმევთ სიზმრის ნარჩენებს
და ობლის კვერიც წინასწარი გახდა სამხარი,
რადგან აქ ყველა საბოლოოდ ობლები ვრჩებით.

კომენტარი
0