ჩანაწერი
Laravel
ახალი წლის სიმღერა
სხვა საქართველო სად იქნება, ალბათ არსაით -
ეს არის ჩვენი მისამართი მიუგნებელი,
ვზივართ მძინარე ვაგონებში და ფიქრს გვპარსავენ
დუმილის ავი სამართებლით და უვნებელი
ეს არის ჩვენი მისამართი და აწერია:
წალკა. კრწანისი. წიწამური. წნორი. წიწაკა.
წასვლა. წავკისი. წასვლა. წყევლა. და რაც მწერია,
სუყველა მწერი ჩვენი გვამის წრფეს დაეწაფა.
ყველა ალაყაფს, ცხვირწინ ცივი ხველით მიხურულს,
ლექსებს ვაწერდით და ლექსები გვეგონა შველა
და ვერ ვისწავლეთ სიხარული, რადგან სიხარულს,
ახლავს სიტყვები სხვა ენიდან - უცხოა ენა.
აქ ომი უდრის მეზობელი მოხუცის სიცხეს,
რომელიც ვიცით და გაუვლის - გულგრილად ვამბობთ,
და ყოველ დილას უწყინარი ღიმილით ვიწყებთ
და ვგვით ფხიზელი შემართებით მძინარე ვაგონს.
და მოდის წუთი და ეს წუთი წუთს არ გადროვებს -
შენ დარდებს, სუროდ გადაკვანძულს - ვეღარ შეისხლავ -
ხედავ? ამ სისხლის სამართალიც უსამართლოა
და დაქცევამდე უცებ თოვლად თეთრდება სისხლი.
და ვამბობთ, გვიყვარს ქალწულივით თოვლის მოფენა
და გვეშინია იმ ზამთრების - თუ გადაივლის? -
რომელთაც უწევთ ჩვენი სისხლის ფიფქად მოთმენა
როგორც ჩვენ გვიწევს ზაფხულობით მოთმენა ყინვის.
კი, მოთმენაა საქართველო, მოთმენას ვბედავთ
ამ წუთზე მოკლე სიცოცხლეში და ბინდი გვინდობს
და ლამაზია ეს ქვეყანა - გავაზზე მეტად,
და ვიცი, კიდევ უფრო მეტად ლამაზი გვინდა.

კომენტარი
0