ჩანაწერი
Laravel
დუმილი კრავთა
ყველა ვამხილე ვინც კი მალავდა
ვინც კი შეცოდა გავიბათილე,
ამასწინ შევთხზე ვითომ ბალადა
იმდენი ვწერე, არ ვითაკილე.
წუხელ მესიზმრა ქალი შავებში
ჩადრების მიღმა ძაძა ემოსა,
მგლები ვიპოვე, ვითომ კრავებში
ჩუმად სინჯავდნენ ხორცის გემოსა.
თვალები წრფელი, ტყუოდნენ მალვით
თითქოს იცოდნენ აზრთა სხვაობა,
ჩემი ცხოვრება აღვწერე კალმით
მელნად წარსული, არარაობა.
ზღვაში კიდული , მზეთა ბაღები
ცაში ვარსკვლავთა უტყვი არმია,
ქალაქს ეჩვევა ხალხი ნაღები
ყველას მოვკლავდი გრძნობა ხარბია.
წუხელ მესიზმრა ქალი შავებში
კელაპტარივით ნელა იწვოდა,
შენი სხეულიი ჩემთან მკლავებში
თავს არ ვიტყუებ, თვითონ იტყოდა.
ყველა ვამხილე ვინც კი მალავდა
ვინც დაიჯერა იხილა თავად
ჩემსა ცოდვებს ფარდა ახადა
თავს არ გაჩვენებთ აბრამის კრავად.
ვინც კი შეცოდა გავიბათილე,
ამასწინ შევთხზე ვითომ ბალადა
იმდენი ვწერე, არ ვითაკილე.
წუხელ მესიზმრა ქალი შავებში
ჩადრების მიღმა ძაძა ემოსა,
მგლები ვიპოვე, ვითომ კრავებში
ჩუმად სინჯავდნენ ხორცის გემოსა.
თვალები წრფელი, ტყუოდნენ მალვით
თითქოს იცოდნენ აზრთა სხვაობა,
ჩემი ცხოვრება აღვწერე კალმით
მელნად წარსული, არარაობა.
ზღვაში კიდული , მზეთა ბაღები
ცაში ვარსკვლავთა უტყვი არმია,
ქალაქს ეჩვევა ხალხი ნაღები
ყველას მოვკლავდი გრძნობა ხარბია.
წუხელ მესიზმრა ქალი შავებში
კელაპტარივით ნელა იწვოდა,
შენი სხეულიი ჩემთან მკლავებში
თავს არ ვიტყუებ, თვითონ იტყოდა.
ყველა ვამხილე ვინც კი მალავდა
ვინც დაიჯერა იხილა თავად
ჩემსა ცოდვებს ფარდა ახადა
თავს არ გაჩვენებთ აბრამის კრავად.
Laravel
კომენტარი
0