შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

პინოშ

პიროვნულად დიდი არაფერი
ორმაგი ნიღბით ვიწონებ მეობას
ჟულიეტ პინოში ვისთვის განაფრენი
ჩემთვის ასწლეული სხვისთვის მხნეობა
სარკე ამღვრეული თვალებში ვიყურები
გაყინულ სამოთხეს ანაცვლებს მტვერი სასცენო
ორმაგი ნიღბებით მე და პიროვნება ხასიათი საზეიმო
სპეკტაკლი ისევ გაფითრებით გაძლებისთვის უნდა გავაგრძელო
გამკაცრებულ კოლონიას საციმბირო ხალათებით
არასერიოზულ კაცთმეობას განვუტანოთ განაჩენი
თავსაბურავს შავი საზოლეთი თავსიწონებს ჯალათებით
ნაჯახებით ნაძულველი საქმების კეთებას, ვარ ნაჩვევი
უმიზეზო მონდომებით ნაბახუსევს არაყივით ვშველი
ნასიზმრები ქალიშვილის სახეს ვეძებ გამალებით
ნომრით ასმეოთხე საკანში ვარ ნაღდი მკვლელი
პიროვნების გაორებით, მტარვალებით შამანებით
ნიღბებს სამჯერად კვებასთან ერთად ვიცვლი
"ნაძორი" არ აყოვნებს , თავის ნანერწყვალს მიწვდის ბალანდას
კალიდორში წლებს წამებად ვითვლი
ველოდები შუქის ჩაქრობას , არც მევაყოვნებ ლოცვის გალანდვას
ყოველ დილას ბალანდიორს კაკუნ კაკუნ მოაქვს ფაფა
კალიდორებს "კლუჩბნიკი" დუბინკის რტყმევით იკლებს
ორასმეორედან ისმის მზისამოსვლისას ყვირილი "კახპა"
მამალივითა ყოველ დილას ყიყლიყოსავით იწყებს,
პრაგულკაზე ნომერ მესამე ნიღაბს ვიზომავ
სახეზე ისე მეწეპება აძრობა მიჭირს
კბილებ დახრჭენილი ხასიათს შიშთან ვიზოგავ
მეშინია პალტოს ქვეშ გაჭიმული ხელისიგრძე სპიცის
ორსაწოლიან საკანში მარტო ვარ და პირველზე მძინავს
ჩემს თავზე სახის პირდაპირ მერლინ მონრო იწონებს თავს
გვერდით განუყრელი მეგობარი ბიბლია ბდრგვინავს
წარმოვიდგენ ბიბიდიბაბიდბუ მონროს კაბა რო ფრინავს
ორმაგი ნიღბით ვიწონებ მეობას
ჟულეტ პინოში ვისთვსი გაფრენა ვისთვის მხნეობა
ამღვრეულ თვალებში სისხლიანს ცრემლი მოყვება
ორმაგი სახე ორმაგი ნიღბით მე არა დრო ყვება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →