ჩანაწერი
Laravel
ეკლექტიკა
ეკლექტიკა
ასიმილირდა ზღვა პროფირებთან
შეერია და ისევ გაიყო.
მეც სულ მარტო ვარ ჩემს
პროფილებთან...
მეც სულ მარტო ვარ -
შენი არ იყოს.
ქალაქში ვსუნთქავ მეტალის მტვერით...
ნაპირზე ქარი დაათრევს კოდებს...
ყანჩელის ფონზე უყვითლეს ფოთლებს -
მამა მოუკვდა.
ცის ვიტრინებზე გაშიფრულ ციფრებს,
ამ ვირტუალურ ცხოვრების ციხეს,
რაღაც დრო უნდა -
გაუშვას ის, რაც აღარ ეკუთვნის,
რომ იმუქრება სხვისი ბებუთით,
მაგრამ შოუა -
და შოუ ითხოვს,
თავისუფლების მსხვერპლად შეწირვას.
ჩემი აივნის მკვიდრი მერცხლები,
ფესვებიდან შორს გადახვეწილან.
ცა დაიშალა პიქსელ-პიქსელად.
ზღვიდან კაპიტნის წყდება კავშირი...
მზის ჩასვლამ პორტზე მიაბისერა
და ვდგავარ ნაყინგამდნარ ბავშვივით.
ალბათ, ესაა ცხოვრების გეტო,
გეყრდნობი შენ და
ციფრულ რიკულებს.
არ გამიბრაზდე - ვარსებობ ღმერთო?!
- როცა არავინ აღარ მიყურებს...
© გიორგი გულუა
ასიმილირდა ზღვა პროფირებთან
შეერია და ისევ გაიყო.
მეც სულ მარტო ვარ ჩემს
პროფილებთან...
მეც სულ მარტო ვარ -
შენი არ იყოს.
ქალაქში ვსუნთქავ მეტალის მტვერით...
ნაპირზე ქარი დაათრევს კოდებს...
ყანჩელის ფონზე უყვითლეს ფოთლებს -
მამა მოუკვდა.
ცის ვიტრინებზე გაშიფრულ ციფრებს,
ამ ვირტუალურ ცხოვრების ციხეს,
რაღაც დრო უნდა -
გაუშვას ის, რაც აღარ ეკუთვნის,
რომ იმუქრება სხვისი ბებუთით,
მაგრამ შოუა -
და შოუ ითხოვს,
თავისუფლების მსხვერპლად შეწირვას.
ჩემი აივნის მკვიდრი მერცხლები,
ფესვებიდან შორს გადახვეწილან.
ცა დაიშალა პიქსელ-პიქსელად.
ზღვიდან კაპიტნის წყდება კავშირი...
მზის ჩასვლამ პორტზე მიაბისერა
და ვდგავარ ნაყინგამდნარ ბავშვივით.
ალბათ, ესაა ცხოვრების გეტო,
გეყრდნობი შენ და
ციფრულ რიკულებს.
არ გამიბრაზდე - ვარსებობ ღმერთო?!
- როცა არავინ აღარ მიყურებს...
© გიორგი გულუა
Laravel
კომენტარი
0