შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ამარანტა

ამარანტა

განსხეულებულ სტატიკებს აფერხულებ.
ებმები ცეცხლოვან წრეში.
ისედაც, მომაკვდავ ყვავილებს არ ეხუმრო,
ისედაც მოკვდებიან ხელში.

სივრცეებს აეკედლე, სარკეში შედიხარ და
პოეტებს ოცნებებს უნგრევ.
სულელო ამარანტა, მეგონა მზე გიყვარდა,
მეგონა - მერცხლების ბუდე.

ვინ გითხრა, სამყაროს სჭირდება სიმართლე,
ილუზიების გალერეა.
საათებზე გამობმულ სხივებით მიმათრევ
დროისკენ, რომელიც ამერევა.

გამხადე დაკრეფილ ყვავილთა მოზიარე.
სამუმუმით ავსებულ ექოს,
რომ ჰკითხო ყველაფერი
რიგზე და დროზე არი,
სიცოცხლე უნდა მეყოს!

©გიორგი გულუა
2026 წ. 11 ივნისი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →