ჩანაწერი
Laravel
წუთისოფლის ლიანდაგი
ყველა ავლენს თავის სახეს
ადრეა თუ გვიან არი,
ვეღარ უძლებს მატარებელს
წუთისოფლის ლიანდაგი.
ჟამი ისე შეცვლის ამინდს
შენ არ გკითხავს რა გიჯობდეს,
არ გეგონოს, ქვის მსროლელი
ხვალ ხატთან არ დაიჩოქებს...
არ იფიქრო, რომ სანთელმა
სულ ჩაიწვას წრფელი განცდა,
ან ლოცვამ და ან სათქმელმა
თქვას ის, არის მართლა რაცა...
რას გახდები, ასეთია
ამ ცხოვრების ბედ-იღბალი:
ხან დევია მითიური,
ხან მტირალა ბავშვი არი.
ყველა იხსნის ბოლოს ნიღაბს,
ადრეა თუ გვიან არი,
დამძიმებულ მატარებელს
ვეღარ უძლებს ლიანდაგი!
ადრეა თუ გვიან არი,
ვეღარ უძლებს მატარებელს
წუთისოფლის ლიანდაგი.
ჟამი ისე შეცვლის ამინდს
შენ არ გკითხავს რა გიჯობდეს,
არ გეგონოს, ქვის მსროლელი
ხვალ ხატთან არ დაიჩოქებს...
არ იფიქრო, რომ სანთელმა
სულ ჩაიწვას წრფელი განცდა,
ან ლოცვამ და ან სათქმელმა
თქვას ის, არის მართლა რაცა...
რას გახდები, ასეთია
ამ ცხოვრების ბედ-იღბალი:
ხან დევია მითიური,
ხან მტირალა ბავშვი არი.
ყველა იხსნის ბოლოს ნიღაბს,
ადრეა თუ გვიან არი,
დამძიმებულ მატარებელს
ვეღარ უძლებს ლიანდაგი!
Laravel
კომენტარი
0