შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ნაზამთრალ ბუდეს

გლოვად მიქციე ცის თაღი, ვერცხლის,
წმინდა ღამეო, კაეშნით სავსევ…
აღარ მინთია თვალებში ცეცხლი,
რადგან მის თვალთა ბრწყინვას ვერ ვამჩნევ

და გაიბზარა იმედის ხიდი,
არც - ძველი გული,
არც - ძველი ფეთქვა,
ჩაბარდა წარსულს ყველა სამხილი
რითაც მინდოდა, სათქმელი მეთქვა.

ახლა კი მთვარეს არ ვიცით, რა სურს,
აღარც ერთმანეთს აღარ ვჭირდებით
და დავივიწყებთ ჩვენს განვლილ წარსულს,
როგორც ნაზამთრალ ბუდეს ჩიტები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →