ჩანაწერი
Laravel
ოცნება
,,ოცნებაო, ჩემო, ძველო…”
გალაკტიონი.
ქარებია, რა ამყოლი ქარებია,
ამ სიცუდეს, ვიცი, ბევრი მიხვდება!
იაფდება კომიკური ტრაგედია
და სამშობლოს სიყვარული ძვირდება…
სერებია არნახული მზის და მთვარის,
მუხა მძლავრობს, მხოლოდ მუმლი ბერდება…
ორ ზღვას შუა, საარაკო მიწა-წყალი
მთელდება და
ბევრდება და
მზევდება…
მშვიდობისთვის დაწურული ვაზებია,
ოქროსფერად მობრიალე მზვარე…
საქართველო ქართველებით აგვვსებია,
საქართველო - ქართველების მხარე…
გალაკტიონი.
ქარებია, რა ამყოლი ქარებია,
ამ სიცუდეს, ვიცი, ბევრი მიხვდება!
იაფდება კომიკური ტრაგედია
და სამშობლოს სიყვარული ძვირდება…
სერებია არნახული მზის და მთვარის,
მუხა მძლავრობს, მხოლოდ მუმლი ბერდება…
ორ ზღვას შუა, საარაკო მიწა-წყალი
მთელდება და
ბევრდება და
მზევდება…
მშვიდობისთვის დაწურული ვაზებია,
ოქროსფერად მობრიალე მზვარე…
საქართველო ქართველებით აგვვსებია,
საქართველო - ქართველების მხარე…
Laravel
კომენტარი
0