შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

* * * (ვყვირი, ვყვირი, ხმა ვერსაით მოგაწვდინე...)

ვყვირი, ვყვირი,
ხმა ვერსაით მოგაწვდინე,
შენი გული
,,სხვათა, სხვათა გამგონეა”…
მაგ სიყრუვით,
მაგ სიბრმავით მაიძულე
პოეზია - წუთისოფლის აგონია.

და ქარებიც,
აღვირახსნით დალეწილნი,
სიყვარულის სასახლეებს
ყმად უზიან…
დამემართა
შენგან პირჯვარდაწერილი
პოეზია - მარადსოფლის ალუზია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →