შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

გაურბანულებულია

პურ-სიმინდის ყანეული
ახლა მეჩხრულ-მეწყრულია,
მიწა გვაქვს და საქართველო
გაურბანულებულია.
ვეღარ იტევს კალაპოტი:
მტკვარია თუ ენგურია,
წყალიც გვაქვს და საქართველო
გაურბანულებულია.
რა შეგვიჩნდა ნეტავ ჭკვაში? -
სამსალაა, წყეულია!
ჭკუაც გვქონდა... საქართველო
გაურბანულებულია.
და ამ სუფრას რაც აკლია
პურია და მარილია...
სამწუხაროდ, საქართველო
გაურბანულებულია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →